საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

5
ივლისი
11:48

წარმატების ისტორია კოოპერატივი "ძუსისპირული"

„მცირე ფერმერული კოოპერატივების მწარმოებლურობის გაძლიერება იმერეთსა და რაჭა ლეჩხუმის რეგიონებში“ არის  ENPARD-საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტი, რომლის ერთ-ერთი განმახორციელებელი არის საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია. პროექტის საერთო მიზანია იმერეთსა და რაჭაში სოფლად სიღარიბის შემცირება. პროექტის მიზნობრივი ჯგუფებია ბიზნესზე ორიენტირებული ჯგუფების, კოოპერატივების, მცირე, ნახევრად-კომერციული ფერმერების, აგრობიზნესის წარმომადგენლების  და სოფლად მყოფი მეწარმეების პროდუქტიულობის და შემოსავლიანობის ზრდა. პროექტის ფარგლებში 23-მა სასოფლო სამეურნეო კოოპერატივმა მოიპოვა დაფინანსება, მათ შორის იყო კოოპერატივი „ძუსისპირული“.

პროექტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრიდან შევიტყეთ, რომელიც ჩვენს სოფელში გაიმართა.   მანამდე გვქონდა იდეა, გვქონდა რესურსი, მაგრამ არ გაგვაჩნდა  საკმარისი ფინანსები საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებების შესაძენად. ამიტომ გადავწყვიტეთ, მონაწილეობა მიგვეღო ამ კონკურსში.

ახლა, ჩვენ კოოპერატივში 6 წევრი ვართ გაწევრიანებული, რამდენიმე დღეში გავიზრდებით 11 წევრამდე.  ჩვენმა საწარმოს შექმნამ სოფელში გააჩინა იმედი და სხვებს აჩვენა წარმატების მაგალითი. ჩვენმა ღვინომ ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება დაიმსახურა საქართველოს ღვინის ფესტივალზე, რამაც კიდევ უფრო მოგვცა სტიმული და საკუთარი თავის რწმენა გაგვიმტკიცა. ამჟამად, აქტიურად ვმუშაობთ ღვინის მაღაზიებთან და ბარებთან. თითქმის ყველა საქართველოს საუკეთესო მაღაზიაში, სხვა ცნობილ ბრენდებთან ერთად ჩვენი ღვინოც იყიდება. სეზონური სამუშაოების შესასრულებლად ვქირაობთ  ხოლმე 3 – 4 ადამიანს, ხოლო მწვანე ოპერაციების დროს დაახლოებით 12–14 ქალბატონს.

მთავარი პრობლემა ჩვენ საზოგადოებაში არის ცოდნის ნაკლებობა.  ჩვენ არ გვაქვს ის უნარები, რაც საბაზრო ეკონომიკას სჭირდება.   ამას რაღაცით სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი.  ვისაც ეს უნარები აქვს იმას ფინანსური რესურსი არ გააჩნია, და ვისაც ფული აქვს იმათ ეს უნარები აკლიათ. ამიტომ აუცილებელია ამ ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება. ყველა გლეხს ვურჩევდი რომ არ დაკარგონ იმედი და მუდმივად და დაჟინებით ეცადონ საკუთარი მიზნების მიღწევას  და აუცილებლად მიაღწევენ მას.

კოოპერატივის დირექტორი

გივი ჩუბინიძე

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

30
მაისი
14:09

მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...

სრულად
15
მარტი
14:44

მემორანდუმი გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის

9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...

სრულად
2
მარტი
17:18

პროექტის - „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება

27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...

სრულად
სიახლეები | Economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი