საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

20
სექტემბერი
16:39

წარმატების ისტორია რ/კ "იმერეთი 5"

„მცირე ფერმერული კოოპერატივების მწარმოებლურობის გაძლიერება იმერეთსა და რაჭა ლეჩხუმის რეგიონებში“ არის  ENPARD-საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტი, რომლის ერთ-ერთი განმახორციელებელი არის საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია. პროექტის საერთო მიზანია იმერეთსა და რაჭაში სოფლად სიღარიბის შემცირება. პროექტის მიზნობრივი ჯგუფებია ბიზნესზე ორიენტირებული ჯგუფების, კოოპერატივების, მცირე, ნახევრად-კომერციული ფერმერების, აგრობიზნესის წარმომადგენლების  და სოფლად მყოფი მეწარმეების პროდუქტიულობის და შემოსავლიანობის ზრდა. პროექტის ფარგლებში 23-მა სასოფლო სამეურნეო კოოპერატივმა მოიპოვა დაფინანსება, მათ შორის იყო კოოპერატივი „იმერეთი 5“

„პროექტის შესახებ ზესტაფონის საკონსულტაციო ცენტრის მეშვეობით შევიტყეთ. ძალიან მოგვეწონა კონკურსის პირობები და გადავწყვიტეთ მონაწილეობა მიგვეღო. შევქმენით კოოპერატივი და სიმინდის წარმოება და გადამუშავება დავიწყეთ, ასევე ვახდენთ მის რეალიზაციასაც. ამჟამად წარმოებაში ჩართული ვართ 12 ადამიანი, მათ შორის 6 ქალბატონი. გრანტი ძალიან დაგვეხმარა კოოპერატივს, შეიძლება ითქვას რომ მის გარეშე ასე ვერ განვვითარდებოდით. კონკურსის სხვა მონაწილეებს ვურჩევდი რომ გამოიყენონ ეს შანსი რადგან ის არის უკეთესი შესაძლებლობების გამოვლენის გზა და შანსი უკეთესი მომავალის შექმნის.“

ლევან კვიჟაშვილი

კოოპერატივის დირექტორი

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

30
მაისი
14:09

მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...

სრულად
15
მარტი
14:44

მემორანდუმი გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის

9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...

სრულად
2
მარტი
17:18

პროექტის - „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება

27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...

სრულად
სიახლეები | Economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი