საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

21
ოქტომბერი
15:59

მუნიციპალიტეტის განვითარების საშუალოვადიანი დოკუმენტის შექმნის მხარდაჭერა საქართველოს 21 მუნიციპალიტეტში და მუნიციპალური განვითარების საშუალოვადიანი დოკუმენტის განახლება საქართველოს 22 მუნიციპალიტეტში.

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ დაიწყო ახალი პროექტი რომელიც გულისხმოს საქართველოს 6 რეგიონის 43 მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერას საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის მომზადებაში.

პროექტის ფარგლებში საეას-ს ექსპერტები ინტენსიურად იმუშავებენ მიზნობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან და გააცნობენ განვითარების ეფექტიანი  დოკუმენტის შედგენის მეთოდოლოგიას.

2016 წლის ბოლოს საქართველოს 43 მუნიციპალიტეტისათვის შექმნილი იქნება საშუალოვადიანი განვითარების სტრატეგია, რომელიც საფუძვლად დაედება ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვას და ცენტრალური მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებს. თითოეული განვითარების სტრატეგია მზადდება რეგიონალური განვითარების სტრატეგიის შესაბამისად და ეხმიანება სტრატეგიაში ასახულ საკითხებს, რაც რეგიონების გრძელვადიანი მდგრადი განვითარების საფუძველს წარმოადგენს.

პროექტი დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამის მიერ საქართველოში. 

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

30
მაისი
14:09

მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...

სრულად
15
მარტი
14:44

მემორანდუმი გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის

9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...

სრულად
2
მარტი
17:18

პროექტის - „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება

27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...

სრულად
სიახლეები | Economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი