საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

4
დეკემბერი
16:54

„მეწარმეობის კლუბის“ პილოტირება სკოლისა და პროფესიული განათლების საფეხურზე“

პროექტის შესახებ _ საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პარტნიორობით ახორციელებს პროექტს „მეწარმეობის კლუბის“ პილოტირება სკოლისა და პროფესიული განათლების საფეხურზე, რომელიც მიზნად ისახავს მეწარმეობის კლუბების ფორმირებას საჯარო სკოლებსა და პროფესიულ  საგანმანათლებლო დაწესებულებებში. პროექტის ფარგლებში შერჩეულ იქნა პანკისის ხეობაში არსებული 3 საჯარო სკოლა (ჯოყოლო, ბირკიანი და ომალო), ჯგუფები დაკომპლექტებულია ეთნიკური უმცირესობებით. პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეების მიერ შემუშავდა შემდეგი სამეწარმეო იდეეები:

  • კინოჩვენების კლუბი;
  • ლიტერატურული კლუბი;
  • ტრენინგ-ცენტრი;
  • ფოტო სტუდიო;
  • ტურები პანკისის ხეობაში;
  • მკითხველთა კლუბი.

2016 წლის 17 დეკემბერს იგეგმება პროექტის დასკვნითი ღონისძიება, სადაც მოსწავლეებს გადაეცემათ სერთიფიკატები, ასევე კლუბების წევრები წარმოადგენენ იდეების პრეზენტაციას. საეა გეგმავს რამდენიმე  კლუბს გადასცეს  სახადასხვა ჟანრის ლიტერატურული და შემეცნებითი წიგნები.

თქვენი დაინტერესდებისა და სურვილის შემთხვევაში, მოხარულები ვიქნებოდით, თუ მიიღებთ მონაწილეობას ამ ღონისძიებაში და შეძლებისდაგვარად მხარს დაუჭერთ პროექტის მონაწილეებს და მათ იდეებს წამახალისებელი საჩუქრებით (მაგ. წიგნები, ფოტოაპატარი, და სხვა).

 

წინასწარ გიხდით მადლობას,

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია. 

საკონტაქტო ინფორმაცია:

მადონა კოტია

პროექტის მენეჯერი

Tel: (995 32) 922839; (995 32) 990443.

Mob: (995 591) 11 95 90

Fax: (995 32) 922461

ელ.ფოსტა: mkotia@economists.ge

მისამართი: ორბელიანის ქუჩა 35., თბილისი 0105, საქართველო

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

30
მაისი
14:09

მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...

სრულად
15
მარტი
14:44

მემორანდუმი გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის

9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...

სრულად
2
მარტი
17:18

პროექტის - „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება

27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...

სრულად
სიახლეები | Economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი