საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

14
მარტი
16:58

ევროკავშირის მხარდაჭერით სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის შეფასების კვლევა ჩატარდა

2017 წლის 10 მარტს, საერთაშორისო ორგანიზაციამ „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) და „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ“ წარმოადგინეს კვლევის ანგარიში „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის შეფასება ფერმერთა საჭიროებებისა და მოთხოვნის ჭრილში“.

აღნიშნული კვლევა განხორცილდა ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ხელშეწყობით, ორგანიზაცია PIN-ის პროექტის ”მცირე ფერმერული კოოპერატივების მწარმოებლურობის გაძლიერება იმერეთისა და რაჭის რეგიონებში” ფარგლებში.

კვლევა მიზნად ისახავდა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის  განხოციელების  პროცესის და მისი ზეგავლენის  თვისებრივ შეფასებას, ასევე ფერმერთა მხრიდან აგროკრედიტის პროექტის მიმართ მოლოდინების, დამოკიდებულებებისა და  საჭიროებების ტენდენციების გამოვლენას და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას.

პრეზენტაციაზე მოხდა კვლევის შედეგებისა და რეკომენდაციების გაზიარება სხვადასხვა დაინტერესებული მხარისთვის. ღონისძიების მსვლელობისას განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: პროექტის მიზნები და განხორციელების პროცესი; შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მიმართ ფერმერების ინფორმირებულობა, მოლოდინები, დამოკიდებულებები და საჭიროებები; აგროდაზღვევის საკითხის პოპულარიზაციის ინსტრუმენტები; აგრარული ექსპერტების საჭიროება საბანკო სექტორში.

შეხვედრის შეჯამებისას, სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა, რომ წარმოდგენილი რეკომენდაციების პრაქტიკაში გატარების შეფასება მოხდება. აგრეთვე, ხაზი გაესვა მსგავსი ფორმატის მნიშვნელობას საზოგადოებრივი დიალოგის მუდმივმოქმედი მექანიზმის ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის. 

პრეზენტაციას ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე სოფლის მეურნეობის დარგში კრისტინა კასელა, სოფლის მეურნეობის  მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე,  სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე მამუკა კვარაცხელია, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი მიშელაძე, დამსწრე საზოგადოებას შორის იყვნენ ENPARD-ის განმახორციელებელი კონსორციუმების, საბანკო სექტორის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და სხვა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი ინიცირებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2013 წელს. პროექტს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. პროექტის მიზანია სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის შეფასების კვლევა ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. ENPARD-ის პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და მისი მთავარი მიზანია სოფლად სიღარიბის შემცირება, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მხარდაჭერის გზით.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.enpard.ge

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

30
მაისი
14:09

მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...

სრულად
15
მარტი
14:44

მემორანდუმი გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის

9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...

სრულად
2
მარტი
17:18

პროექტის - „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება

27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...

სრულად
სიახლეები | Economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი