საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

15
ივნისი
13:32

სოფლის განვითარების სტრატეგიის სამუშაო შეხვედრა ყაზბეგის განვითარების ჯგუფის წევრებთან

14 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ ყაზბეგის განვითარების ჯგუფის (LAG Kazbegi) წევრებთან ჩაატარა სამუშაო შეხვედრა ყაზბეგის ახალგაზრდულ ცენტრში. 

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სოფლის განვითარებისათვის აქტუალური საკითხების განხილვა სპეციფიურად რეგიონის და ყაზბეგის ჭრილში და რეგიონული დანართებისათვის / თავებისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებების და პრიორიტეტების გამოკვეთა.

შეხვედრაზე საეა-ს პროექტის გუნდმა მონაწილეებს გააცნო სოფლის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრიორიტეტები და დისკუსიის ფორმატში ყაზბეგის განვითარების ჯგუფის წევრებმა გამოავლინეს მათი აზრით რეგიონისთვის და ყაზბეგისთვის ძირითადი პრიორიტეტები, იმსჯელეს პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. ასევე შეაფასეს სოფლის განვითარების მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე პროგრამები და პროექტები.

მონაწილეების მხრიდან გამოიკვეთა რომ ყაზბეგს აქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ჯერ კიდევ აუთვისებელი პოტენციალი, რომელიც უნდა იქნას გათვალისწინებული ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტებისა და სოფლის განვითარების პროგრამების ინიცირების ეტაპზევე.

შეხვედრა ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) „სოფლის განვითარების სტრატეგიის დანერგვის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

18
დეკემბერი
13:44

„საქართველოში ფერმერთა კოოპერირების ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკის შეფასების“ პრეზენტაცია გაიმართა

2017 წლის 15 დეკემბერს კვლევის ანგარიშის „საქართველოში ფერმერთა კოოპერირების ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკის შეფასება” პრეზენტაცია გაიმართა....

სრულად
24
ნოემბერი
16:48

საეას ეკონომიკური განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსების ტესტირების შედეგები.

საეას ეკონომიკური განათლების ცენტრის ფარგლებში ტრენინგ-კურსებზე მონაწილეთა მისაღებათ ჩატარდა ტესტირება. იხილეთ

სრულად
30
ოქტომბერი
11:32

საეას ეკონომიკური განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსები

30 -  ოქტომბრიდან  - 10  ნოემბრამდე საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ეკონომიკური განათლების ცენტრი აცხადებს 19-დან 35...

სრულად
სიახლეები | Economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი