საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

19
ივნისი
12:02

ევროკავშირის მხარდაჭერით აგრობიზნესის საჭიროებების კვლევა ჩატარდა

2017 წლის 16 ივნისს, საერთაშორისო ორგანიზაციამ „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) და „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ“ წარმოადგინეს კვლევის ანგარიში „აგრობიზნესის საჭიროებების შეფასება“.  

აღნიშნული კვლევა განხორცილდა ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ხელშეწყობით, ორგანიზაცია PIN-ის პროექტის ”მცირე ფერმერული კოოპერატივების მწარმოებლურობის გაძლიერება იმერეთისა და რაჭის რეგიონებში” ფარგლებში.

2014-2016 წლებში ჩატარდა კვლევა, რომლის ფარგლებში მოხდა ფერმერების წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევების და მათი გადაჭრის პოტენციური გზების იდენტიფიცირება. ადგილობრივი აგრობიზნესის საჭიროებების შესწავლის შედეგები დაეხმარება ადგილობრივ, რეგიონული და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებს იმერეთისა და რაჭის რეგიონებში ერთობლივი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების დაგეგმვაში.

პრეზენტაციაზე მოხდა კვლევის შედეგებისა და რეკომენდაციების გაზიარება სხვადასხვა დაინტერესებული მხარისთვის. ღონისძიების მსვლელობისას განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: კვალიფიციურ აგრონომებსა და განსაკუთრებით ვეტერინარებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საჭიროება; პირუტყვის მაღალპროდუქტიული ჯიშების დანერგვის ხელშეწყობა; სათიბ-საძოვრების ეროზიის პრევენცია;  მავნებლებისა და დაავადებების კონტროლის გაუმჯობესების საჭიროება; სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გაუმჯობესების საჭიროება; სასოფლო-სამურნეო სექტორში ფერმერებისთვის სპეციალური სასწავლო კურსებისა და დარგობრივი კონსულტაციების მიწოდება; ახალი გადამამუშავებელი და მარკეტინგული საწარმოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა; მცირე და საშუალო ფერმერთა კოოპერატივების შექმნის ხელშეწყობის გაგრძელება; ბუნებრივ-კლიმატური საფრთხეებისგან მოსალოდნელი ზიანის შემცირებისთვის მეტი ინვესტირება და სხვა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ფერმერები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, სხვა სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

შეხვედრის შეჯამებისას, სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა, რომ წარმოდგენილი რეკომენდაციების პრაქტიკაში გატარების შეფასება მოხდება. აგრეთვე, ხაზი გაესვა მსგავსი ფორმატის მნიშვნელობას საზოგადოებრივი დიალოგის მუდმივმოქმედი მექანიზმის ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის.

აგრობიზნესის საჭიროებების კვლევა ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. ENPARD-ის პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და მისი მთავარი მიზანია სოფლად სიღარიბის შემცირება, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მხარდაჭერის გზით.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.enpard.ge

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

30
მაისი
14:09

მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...

სრულად
15
მარტი
14:44

მემორანდუმი გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის

9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...

სრულად
2
მარტი
17:18

პროექტის - „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება

27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...

სრულად
სიახლეები | Economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი