საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

13
სექტემბერი
17:43

ევროკავშირის მხარდაჭერით მერძევეობის ფორუმი ჩატარდა

2017 წლის 10-12 სექტემბერს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ხელშეწყობით ქობულეთში მერძევეობის ფორუმი ჩატარდა.

ფორუმი ჩატარდა ევროკავშირის პროექტის ”მცირე ფერმერული კოოპერატივების მწარმოებლურობის გაძლიერება იმერეთისა და რაჭის რეგიონებში” ფარგლებში. მისი ორგანიზატორები არიან ENPARD-ის განმახორციელებელი ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდი“ და მისი პარტნიორი ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია“.

ფორუმმა უზრუნველყო მერძევეობის დარგში არსებული გამოწვევების/საჭიროებების გამოვლენა და დარგის განვითარებისთვის რეკომენდაციების შემუშავება, რომელთა მიწოდებაც მოხდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს და სხვა უწყებებისთვის.

ფორუმის მონაწილე მხარეებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვები მიმდინარე პროგრამებსა და დარგში არსებულ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით. 

ფორუმზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

  • საქართველოში რძის გადამამუშავებელი ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა;
  • არაჯანსაღი კონკურენცია კოოპერატივებსა და კერძო პირებს შორის;
  • დარგში არსებული პრობლემები/გამოწვევები პირველადი წარმოების ეტაპზე;
  • ხელოვნური განაყოფიერების საჭიროებები;
  • ლაბორატორიულ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა;
  • რძის რეგლამენტი-პრობლემები და გამოწვევები;
  • პირუტყვის დაავადებები საქართველოში და მათთან ბრძოლის გზები;
  • სტიქიური ნაგავსაყრელები, როგორც მერძევეობის დარგის განვითარების დამაბრკოლებელი ფაქტორი და სხვა.

ფორუმი წარმოადგენს საკოორდინაციო პლატფორმას საქართველოში მერძევეობის დარგისა და ბიზნესის განვითარებით დაინტერესებული ნებისმიერი მხარისთვის. ფორუმი მიზნად ისახავს რძის წარმოებისა და გადამუშავების სექტორში გარემოს გაუმჯობესებას, რათა კოოპერატივებისა და ფერმერებისთვის ბაზრებსა და მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. ფორუმი ორიენტირებულია გადაწყვეტილების მიმღებთა და ფერმერთა შორის დიალოგზე, რაც მერძევეობის დარგის მიმართულებით პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინირებულობასა და გამჭირვალობას უზრუნველყოფს.

ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.enpard.ge

 

საკონტაქტო პირები:

მარიამ ჯიბუტი, პროექტის მენეჯერი, 595 04 08 01, m.jibuti@economists.ge

თამარ ხუნწარია, ENPARD-ის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, 595 98 99 16, tamar.k@actionprgroup.com

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

13
სექტემბერი
17:43

ევროკავშირის მხარდაჭერით მერძევეობის ფორუმი ჩატარდა

2017 წლის 10-12 სექტემბერს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ხელშეწყობით ქობულეთში მერძევეობის...

სრულად
5
სექტემბერი
13:42

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია (AYEG) აცხადებს ტრენინგს -

ტრენინგის აღწერა: ტრენინგი წარმოადგენს თეორიულ და პრაქტიკურ კურსს პროექტების მართვაში, რომელიც დამსწრეებს  მისცემს საშუალებას...

სრულად
19
ივნისი
12:02

ევროკავშირის მხარდაჭერით აგრობიზნესის საჭიროებების კვლევა ჩატარდა

2017 წლის 16 ივნისს, საერთაშორისო ორგანიზაციამ „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) და „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ“...

სრულად
სიახლეები | Economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი