საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

12
აპრილი
17:05

საეას ეკონომიკური განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსი: პროექტების მართვა

12 აპრილიდან 22 აპრილამდე საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის (საეა) ეკონომიკური განათლების ცენტრი აცხადებს მიღებას უფასო სასერთიფიკატო ტრენინგ - კურსზე: პროექტის მართვა.

სასწავლო კურსის თემატიკა:

შესავალი პროექტების მართვაში

პროექტის ინიცირება

პროექტის დაგეგმვა  (პროექტის მართვის გეგმა და შინაარსის მართვა)

პროექტის დაგეგმვა  (პროექტის ხარისხის და დროის მართვა)

დაგეგმვა  (ადამიანური რესურსებისა და კომუნიკაციის მართვა)

პროექტის შესყიდვების მართვა და პროექტის განხორციელების პროცესები

პროექტის შესრულების მონიტორინგი და კონტროლი

 

სრული კურსის ხანგრძლივობაა: 10 საათი

კურსი ჩატარდება: 5 დღის განმავლობაში

კურსის ხელმძღვანელი: კახა დაუშვილი

 

სწავლის შედეგი:

ტრენინგის კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს შეექმნებათ შემოქმედებითი სივრცე რათა ტრენინგზე ათვისებულ თეორიულ მასალას თვითრეალიზება გაუკეთონ, როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავებით, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების გასაძლიერებლად; მონაწილეები შეძლებენ პროექტის დროის მართვას და მონიტორინგს

 

ტრენინგ - კურსებზე მონაწილეობის მსურველმა უნდა შეავსოს ელექტრონული აპლიკაციის ფორმა. შევსებული აპლიკაცია უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: mkotia@economists.ge. თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე მიიღებთ რეგისტრაცის დამოწმებას. აპლიკაციების მიღების ვადის ამოწურვისთანავე, აპლიკანტს ეცნობება ელ - ფოსტით უნარების ტესტირების თარიღი და დრო. რის საფუძველზეც მოხდება აპლიკანტების შერჩევა ტრენინგ - კურსისთვის.

 

 

საქონტაქტო პირი: მადონა კოტია

ეკონომიკური განათლების ცენტრის მენეჯერი

მისამართი: ორბელიანის ქ. #35

ელ.ფოსტა: mkotia@economists.ge

ტელეფონი:  (+995 32) 292 28 39; (+995 32) 299 04 43.

მობილური: (+995 591) 119 590

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

30
მაისი
14:09

მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...

სრულად
15
მარტი
14:44

მემორანდუმი გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის

9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...

სრულად
2
მარტი
17:18

პროექტის - „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება

27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...

სრულად
სიახლეები | Economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი