საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

25
აპრილი
15:57

გამოწვევების 30 წელი

30 წელი მიღწევაა - რადგან წლები მნიშვნელოვანია, რადგან გამოცდილება შევიძინეთ და რადგან შედეგებს მივაღწიეთ.

ჩვენ უკვე 30-ს ვართ.

ჩვენი ამბავი ბნელ 90-იანებში დაიწყო, როდესაც მოტივირებული ახალგაზრდა ეკონომისტების ჯგუფი ეკონომიკის თანამედროვე პრინციპების დანერგვის იდეის გარშემო გაერთიანდა და მიზნად დაისახეს ეკონომიკური ცნობიერების დანერგვა და ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანა.

რთულად წარმოსადგენია და შეიძლება ბევრისთვის დაუჯერებელიც, რომ 1989 წელს - 9 აპრილიდან 2 კვირაში, მაშინ როდესაც ქვეყანას ჯერ კიდევ არ ქონდა მოპოვებული დამოუკიდებლობა, მაშინ როდესაც საქართველოს ეკონომიკა გადასროლილ იქნა დაახლოებით სამი ათწლეულით უკან და ეკონომიკა ღრმა სისტემურმა კრიზისმა მოიცვა, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია დაარსდა, ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიის ხელშეწყობის, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანის საპასუხოდ.

1 პატარა ოთახი, 1 მაგიდა, რამოდენიმე სკამი, 1 საბეჭდი მანქანა, არა ელქტროენერგია და არა გათბობა, მაგრამ ენთუზიაზმით სავსე  ახალგაზრდა ეკონომისტები – ასე დაიწყო საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ამბავი.

30 წლის თითოეულ წელი, დაარსების დღიდან დიდ მნიშვნელობას და ღირებულებას სძენდა, როგორც ასოციაციას ასევე ქვეყანას.

გადიოდა წლები, ვითარდებოდა გარემო და ადეკვატურად ვიზრდებოდით ჩვენც. იზრდებოდა თანამოაზრეთა, მხარდამჭერთა და პარტნიორთა რიცხვი, იქმნებოდა რეგიონული ქსელი, მატულობდა თანამშრომლების, პროგრამებისა და პროექტების რაოდენობა. 30-წლიანი გზა დასტურია იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი მდგრადი საქმით, რომელსაც ვაკეთებთ და რომელიც ასე ძალიან გვიყვარს.

ჩვენი 30-წლიანი გზა მუდამ სავსე იყო გამოწვევებითა და ბარიერებით.

ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნების დღიდან მიზანმიმართულად მუშაობს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისათვის.

ჩვენ ვამაყობთ მიღწეული შედეგებით და ვიღებთ ახალ გამოწვევებს.

გილოცავთ, ყველას ვინც ეს მიღწევები შესაძლებელი გახადეთ.

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

25
მაისი
15:52

ტრენინგები ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის საპროექტო წინადადების შემუშავებაზე

საჭირო ცოდნის მიღების, უნარებისა და კომპეტენციების განვითარების მიზნით, 6 სამიზნე რეგიონის 50-მდე ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების  წარმომადგენლებისთვის 15 მაისიდან 22 მაისამდე საეა-მ ჩაატარა საჭიროებებზე დაფუძნებული სასწავლო კურსი - „საპროექტო წინადადების შემუშავება“.

სრულად
25
აპრილი
20:55

გამოწვევების 31 წელი

25 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის დაარსების დღეა. მოტივირებული ახალგაზრდა ეკონომისტების გუნდის სახელით, რომელიც არ იშურებს ძალისხმევას, ცოდნასა და გამოცდილებას ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში წვლილის შესატანად, გილოცავთ ჩვენს 31 წლის იუბილეს. 1989 წლიდან...

სრულად
27
მარტი
19:15

ჯანმრთელობის ფასი

„ჯანმრთელობის ფასი არაფერია“ ქართველებს გვაქვს  ასეთი გამონათქვამი, მაგრამ მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, რომ მსოფლიოს მოუწევს ჯანმრთელობის დიდი საფასურის გადახდა. როდესაც გადაივლის კორონა ვირუსის ინფექციის გავრცელების ტალღა, შემცირდება ახალი შემთხვევების, გარდაცვლილთა რაოდენობა და დაიწმინდება ბინდი, სულ უფრო და უფრო აქტუალური გახდება მოყენებული ეკონომიკური გავლენის და...

სრულად
სიახლეები | Economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი