საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

18
ივნისი
12:16

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ინიციატივითა და ფასილიტაციით კახეთში გურჯაანის მუნიციპალიტეტის ახლად შექმნილ აქტიურ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებს მიეცათ შესაძლებლობა სამუშაო შეხვედრის და დისკუსიის ფორმატში შეხვედროდნენ და ქ. რუსთავის საბჭოს სამუშაო გამოცდილება გაეზიარებინათ.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საბჭოს წინაშე არსებული გამოწვევებისა განხილვა და ქ. რუსთავის საბჭოს ორწლიანი წარმატებული გამოცდილების გაზიარება, რომელიც თავის მხრივ ითვლის ადგილობრივ დონეზე ინიცირებულ და მერიის მხრიდან გათვალისწინებულ 20-მდე საკითხს.

მრგვალი მაგიდის შეხვედრა, რომელსაც ორივე მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები და მერიის წარმომადგენლები ნაყოფიერად, დროულად და ძალზედ საჭიროდ მიიჩნევენ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც World Vision საქართველოს და სოციალური მუშაკთა ასოციაციასთან პარტნიორობით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში კარგი მმართველობის, ანგარიშვალდებულების და ინკლუზიური საჯარო პოლიტიკის ფორმირებას, რომელიც მოიცავს ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე.

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

18
ივნისი
12:16

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ინიციატივითა და ფასილიტაციით კახეთში გურჯაანის მუნიციპალიტეტის ახლად შექმნილ აქტიურ...

სრულად
18
ივნისი
12:16

„საბჭოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია საეა-ს მხარდაჭერა სამომავლო საქმიანობისა და  სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში. არანაკლებ...

სრულად
25
აპრილი
15:57

გამოწვევების 30 წელი

30 წელი მიღწევაა - რადგან წლები მნიშვნელოვანია, რადგან გამოცდილება შევიძინეთ და რადგან შედეგებს მივაღწიეთ. ჩვენ უკვე 30-ს...

სრულად
სიახლეები | Economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი