საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

20
იანვარი
16:11

„თანამონაწილეობის ფორმები და გამოწვევები ინკლუზიური საჯარო პოლიტიკის ფორმირების პროცესში“ თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

„საქართველოს 6 რეგიონსა და სამიზნე 13 მუნიციპალიტეტში შექმნილი პლატფორმა ინკლუზიური დიალოგისა და მონაწილეობითი პოლიტიკის განვითარებისთვის, გაძლიერებული ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც შეუძლიათ ზეგავლენის მოხდენა საჯარო პოლიტიკის ფორმირებაზე და ეფექტიანად ადვოკატირებენ მათი სამიზნე ჯგუფების უფლებებს და ადგილობრივ დონეზე განვითარებული თემის საჭიროებებზე მორგებული ეფექტიანი და ინკლუზიური პოლიტიკა“... - პროექტის „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის“ ფარგლებში მიღწეული შედეგების არასრული ჩამონათვალი და ინკლუზიური საჯარო პოლიტიკის ფორმირების პროცესთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე მონაწილე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლებმა.

„თანამონაწილეობის ფორმები და გამოწვევები ინკლუზიური საჯარო პოლიტიკის ფორმირების პროცესში“ თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა 2020 წლის 17-18 იანვარს, დაბა ბაკურიანში. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა: თანამონაწილეობის ფორმები და ინკლუზიური პოლიტიკის ფორმირების პროცესში და გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკის განვითარების მიმართულებით არსებული გამოწვევების გამოვლენა.

შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოები - მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები; ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობები - ფინანსური, ტექნიკური და საჭირო კვალიფიკაცია; ინკლუზიური პოლიტიკის ფორმირების პროცესი და გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკის განვითარება თემის მოწყვლადი და მარგინალური ჯგუფების საჭიროებებს მორგებული არსებული სოციალური მომსახურებები და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და მოხალისეობის შესახებ ცნობიერების არსებული  დონე.

სამუშაო შეხვედრა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც World Vision საქართველოს და სოციალური მუშაკთა ასოციაციასთან პარტნიორობით ხორციელდება.

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

30
მაისი
14:09

მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...

სრულად
15
მარტი
14:44

მემორანდუმი გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის

9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...

სრულად
2
მარტი
17:18

პროექტის - „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება

27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...

სრულად
სიახლეები | Economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი