საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

28
იანვარი
13:17

პროექტის დახურვა

მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კიდევ ერთი წარმატებული პროექტი "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მართველობისათვის", რომელსაც საქართველოში ახორციელებდა World Vision Georgia, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია/GASW.

22 იანვარს, სასტუმროში „ბორჯომი ლიკანი“.პროექტის დახურვის ცერემონია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ სამიზნე 6 რეგიონის 13 მუნიციპალიტეტის წევრები, პარტნიორი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე World Vision საქართველომ, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ წარადგინეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების ანგარიში. მათ განიხილეს მიღწეული შედეგები, განცორციელების პროცესში არსებული გამოწვევები და გააცნეს თანამშრომლობის ეფექტური პლატფორმები, რომლის განვითარებაც მოხდა გასული 2 წლის განმავლობაში.

ღონისძიების დასასრულს მოწვეულმა სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს პროექტის პარტნიორ ორგანიზაციებს და გამოთქვეს მზაობა მომავალი გრძელვადიანი თანამშრომლობის.

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

30
მაისი
14:09

მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...

სრულად
15
მარტი
14:44

მემორანდუმი გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის

9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...

სრულად
2
მარტი
17:18

პროექტის - „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება

27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...

სრულად
სიახლეები | Economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი