საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

27
მარტი
19:15

ჯანმრთელობის ფასი

„ჯანმრთელობის ფასი არაფერია“ ქართველებს გვაქვს  ასეთი გამონათქვამი, მაგრამ მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, რომ მსოფლიოს მოუწევს ჯანმრთელობის დიდი საფასურის გადახდა. როდესაც გადაივლის კორონა ვირუსის ინფექციის გავრცელების ტალღა, შემცირდება ახალი შემთხვევების, გარდაცვლილთა რაოდენობა და დაიწმინდება ბინდი, სულ უფრო და უფრო აქტუალური გახდება მოყენებული ეკონომიკური გავლენის და შედეგების შეფასება, დღის წესრიგში დადგება ეკონომიკური საკითხები, მსოფლიოსთვის და ქვეყნებისთვის მიყენებული ეკონომიკური ზარალის შემცირების ღონისძიებები.

რაც ცალსახაა მიმდინარე ეტაპზე, აღნიშნული მნიშვნელოვანი, დროული და მასშტაბური ღონისძიებებისა და ცვლილებების განხორციელებას მოითხოვს საჯარო სექტორის მხრიდან, რომელიც თავის მხრივ დიდ ფინანსურ რესურსებთან არის დაკავშირებული. შედეგად იზრდება საბიუჯეტო ხარჯები და მცირდება საბიუჯეტო შემოსავლები, რომელთა კომპენსირებაც ზრდის სახელმწიფო ვალდებულებებს.

ერთი რამ ცხადია, კორონა ვირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისის დაძლევასაც ეყოლება გამარჯვებულები და დამარცხებულები. თუმცა საკამათოა ბრძოლას გადარჩენისთვის რამდენად შეიძლება ყავდეს გამარჯვებულები. „გამარჯვებულები“ იქნებიან სწორად ის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე დროულ, მიზნობრივ და ეფექტიან ღონისძიებებს განახორციელებენ - შექმნილ გამოწვევებს აქცევენ რეალიზებულ შესაძლებლობებად და ყველაზე სწრაფად გაზრდიან ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას.

შეიძლება გარკვეული ფაქტორები სტიმულიც იყოს ახალი ბიზნესების შექმნის ან ტრანსფორმაციის, რომლებიც შექმნილი ვითარებიდან მეტ შემოსავლებს მიიღებენ რადგან იქმნება მოთხოვნილება ბაზარზე - ისეთი სექტორისთვის როგორიცაა სოფლის მეურნეობა,  სურსათის წარმოება, ფარმაცია, სამედიცინო აღჭურვილობის წარმოება და ჯანდაცვა, ასევე დამატებითი მომსახურების სფეროები, როგორიცაა ადგილზე მიტანის სერვისი, ელექტრონული მომსახურებები. ყოველივეს საფუძვლად კი თანამედროვე ტექნოლოგიები და ინოვაციები უნდა დაედოს და განათლება უპირობოდ.

ასევე, რაც ამ პროცესში უპირობო და უალტერნატივოა საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის საჭიროება. სწორად ის, რასაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის და  არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობა ხელს უწყობდა არაერთი ინიციატივისა და პროექტის ფარგლებში.

ყველა სექტორის თანამშრომლობით, ეფექტიანი მენეჯმენტით და სიტუაციის მართვით, მაღალი საზოგადოებრივი და სამოქალაქო პასუხისმგებლობით, ეს კრიზისიც დაიძლევა და ქვეყანას დარჩება დიდი გამოცდილება და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები.

 

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

25
მაისი
15:52

ტრენინგები ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის საპროექტო წინადადების შემუშავებაზე

საჭირო ცოდნის მიღების, უნარებისა და კომპეტენციების განვითარების მიზნით, 6 სამიზნე რეგიონის 50-მდე ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების  წარმომადგენლებისთვის 15 მაისიდან 22 მაისამდე საეა-მ ჩაატარა საჭიროებებზე დაფუძნებული სასწავლო კურსი - „საპროექტო წინადადების შემუშავება“.

სრულად
25
აპრილი
20:55

გამოწვევების 31 წელი

25 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის დაარსების დღეა. მოტივირებული ახალგაზრდა ეკონომისტების გუნდის სახელით, რომელიც არ იშურებს ძალისხმევას, ცოდნასა და გამოცდილებას ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში წვლილის შესატანად, გილოცავთ ჩვენს 31 წლის იუბილეს. 1989 წლიდან...

სრულად
27
მარტი
19:15

ჯანმრთელობის ფასი

„ჯანმრთელობის ფასი არაფერია“ ქართველებს გვაქვს  ასეთი გამონათქვამი, მაგრამ მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, რომ მსოფლიოს მოუწევს ჯანმრთელობის დიდი საფასურის გადახდა. როდესაც გადაივლის კორონა ვირუსის ინფექციის გავრცელების ტალღა, შემცირდება ახალი შემთხვევების, გარდაცვლილთა რაოდენობა და დაიწმინდება ბინდი, სულ უფრო და უფრო აქტუალური გახდება მოყენებული ეკონომიკური გავლენის და...

სრულად
სიახლეები | Economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი