საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

25
აპრილი
20:55

გამოწვევების 31 წელი

25 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის დაარსების დღეა.

მოტივირებული ახალგაზრდა ეკონომისტების გუნდის სახელით, რომელიც არ იშურებს ძალისხმევას, ცოდნასა და გამოცდილებას ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში წვლილის შესატანად, გილოცავთ ჩვენს 31 წლის იუბილეს.

1989 წლიდან თითოეული წელი, დიდ მნიშვნელობას და ღირებულებას სძენდა, როგორც ასოციაციას, ასევე - ქვეყანას. ჩვენ ვიზრდებოდით და ვვითარდებოდით გარემოს ცვლილებებთან და ეკონომიკის განვითარებასთან ერთად. იზრდებოდა თანამოაზრეთა, მხარდამჭერთა და პარტნიორთა რიცხვი, მატულობდა თანამშრომლების რაოდენობაც, განხორციელებულ პროგრამებსა და პროექტებთან ერთად.

31-წლიანი გზა დასტურია იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია, ვიამაყოთ ჩვენი საქმით, რომელსაც ვაკეთებთ და რომელიც ასე ძალიან გვიყვარს.

იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც მიზნად დაისახეს ქვეყანაში ეკონომიკისა და დემოკრატიის განვითარებაში თავიანთი წვლილის შეტანა ბარიერი არ ყოფილა ეკონომიკური კრიზისები და ცვალებადი გარემო.

დღეს, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება კიდევ მეტი გამოწვევების წინაშე დადგა. ჩვენ ვამაყობთ ერთობლივად მიღწეული შედეგებით და ვიღებთ ახალ გამოწვევებს.

ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნების დღიდან მიზანმიმართულად მუშაობს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისათვის.

ჩვენ ვამაყობთ მიღწეული შედეგებით და ვიღებთ ახალ გამოწვევებს.

საეა-ს გუნდის სახელით ჩვენს დამფუძნებლებს, წევრებს, ყველა მხარდამჭერს, გულშემატკივარს და თანამოაზრეს მადლობას გიხდით იმ წვლილის შეტანისთვის, რამაც უდიდესი როლი შეასრულა ორგანიზაციის განვითარებასა და მის ჩამოყალიბებაში.

საეა-ს მთავარი მიღწევა და ფასეულობა ადამიანების არსებობა და მხარდაჭერაა.

გვისურვეთ წარმატება და წინსვლა ჩვენს საქმეში!

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

25
აპრილი
20:55

გამოწვევების 31 წელი

25 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის დაარსების დღეა. მოტივირებული ახალგაზრდა ეკონომისტების გუნდის...

სრულად
27
მარტი
19:15

ჯანმრთელობის ფასი

„ჯანმრთელობის ფასი არაფერია“ ქართველებს გვაქვს  ასეთი გამონათქვამი, მაგრამ მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, რომ მსოფლიოს მოუწევს ჯანმრთელობის...

სრულად
28
იანვარი
13:17

პროექტის დახურვა

მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კიდევ ერთი წარმატებული პროექტი "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება...

სრულად
სიახლეები | Economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი