საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

24
დეკემბერი
18:07

ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობამ, პროექტის: „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ განხორციელება დაიწყო.

პროექტის მიზანია ქვეყანაში ეფექტიანი კორპორაციული მმართველობის, კერძოდ კორპორაციული ანგარიშგებების სისტემის დანერგვის ადვოკატირება ევროპასთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად, საკუთარი მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებისათვის.

 პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:

 

  • კორპორაციული ანგარიშგებების სისტემის მარეგულირებელი ევროპული დირექტივების ანალიზი;
  • ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგის ანგარიშის მომზადება-გამოქვეყნება;
  • პროექტის ფარგლებში სულ შესწავლილი იქნება ყველა კატეგორიის 100 კომპანიის ანგარიშგება წინასწარ შემუშავებული მეთოდოლოგიის შესაბამისად;
  • ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების აღსრულების ადვოკატირების გეგმის შემუშავება და იმპლემენტაცია

პროექტის განხორციელების შედეგად:

 

  • შეფასდება ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების ხარისხი კორპორაციული ანგარიშგებების სისტემის დანეგვა-განვითარების მიმართულებით;
  • მომზადდება გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის, მათ შორის აღებული ვალდებულებების შესრულების ადვოკატირების გეგმა და დაიწყება ფართო პროფესიული კამპანია კორპორაციული ანგარიშგებების სისტემის დანერგვის აუცილებლობის შესახებ, მათი დანერგვის დადებითი მხარეების ჩვენებით;
  • გრძელვადიან პერსპექტივაში, კორპორაციული ანგარიშგების სისტემის განვითარება ქვეყანაში ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას, ახალი ბიზნესების შექმნას, დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას და დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესებას ქვეყანაში, რაც თავის მხრივ მეტი ადამიანის სოციალურ კეთილდღეობას ნიშნავს.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის: „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში.

ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა:  მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტს სამი კონკრეტული ამოცანა აქვს:

1. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის საჭირო სამართლებრივი და ფინანსური გარემოს გაუმჯობესება, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსების გამჭვირვალობა და არასახელმწიფო დაფინანსების გამრავალფეროვნება, ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის პოპულარიზაცია.

2. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ სამიზნე აუდიტორიას შორის კავშირების გამყარება, მათ შორის, სამოქალაქო ღირებულებების პოპულარიზაცია, საზოგადოების სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობა და საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული საქმიანობის წახალისება. 

3. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება და სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციური გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით ზედამხედველობისა და ადვოკატირების თვალსაზრისით.

 პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

„სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ემყარება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (CSSIGE 2017-2020) განხორციელების პროცესში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

30
მაისი
14:09

მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...

სრულად
15
მარტი
14:44

მემორანდუმი გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის

9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...

სრულად
2
მარტი
17:18

პროექტის - „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება

27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...

სრულად
სიახლეები | Economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი