საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

11
თებერვალი
17:22

პროექტის „სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობა სოციალური ანგარიშვალდებულებისა და ადგილობრივი მმართველობის გასაუმჯობესებლად" დასკვნითი ღონისძიება

11 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ გამართა პროექტის „სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობა სოციალური ანგარიშვალდებულებისა და ადგილობრივი მმართველობის გასაუმჯობესებლად ქვემო ქართლის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში (მარნეული, გარდაბანი, ონი, ამბროლაური)“ შემაჯამებელი ღონისძიება.
პროექტი განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში.
პროექტი მიზნად ისახავდა, ინკლუზიური პოლიტიკისა და სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებას და უზრუნველყოფას ინსტიტუციური მექანიზმების ხელშეწყობის გზით.
განხორციელდა ისეთი აქტივობები, როგორებიცაა: სამოქალაქო მონაწილეობის ინსტიტუციონალური ადგილობრივი პრაქტიკის ხელშეწყობა; გაიზარდა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობები სოციალური ინიციატივების იდენტიფიკაციისა და სამოქალაქო ჩართულობის საკითხებზე მენტორული პროგრამის საშუალებით; დაინერგა და ხელი შეეწყო მოხალისეობრივ მოდელებს ადგილობრივ დონეზე.
პროექტის დახურვით ღონისძიებაზე მონაწილეობდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში“ წარმომადგენელი, სამიზნე მუნიციპალიტეტების - მარნეულის, გარდაბანის, ონისა და ამაბოროლაურის მუნიციპალიტეტის მერები და მათი მოადგილეები, ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ გახორციელებული ინიციატივების წარმომადგენლები. შეხვედრის დასასრულს ფოტოკონკურსის გამარჯვებული მოხალისეები დაჯილდოვდნენ და გადაეცათ პრიზები. ასევე შექმნილ მოხალისეთა კომიტეტების წევრებს გადაეცათ მერების მხარდაჭერის წერილები.
გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

11
თებერვალი
17:22

პროექტის „სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობა სოციალური ანგარიშვალდებულებისა და ადგილობრივი მმართველობის გასაუმჯობესებლად" დასკვნითი ღონისძიება

11 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ გამართა პროექტის „სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობა სოციალური ანგარიშვალდებულებისა და ადგილობრივი მმართველობის გასაუმჯობესებლად ქვემო ქართლის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში (მარნეული, გარდაბანი, ონი, ამბროლაური)“ შემაჯამებელი ღონისძიება.

სრულად
24
დეკემბერი
18:07

ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობამ, პროექტის: „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ განხორციელება დაიწყო. პროექტის მიზანია ქვეყანაში ეფექტიანი კორპორაციული მმართველობის, კერძოდ კორპორაციული ანგარიშგებების სისტემის დანერგვის...

სრულად
2
ნოემბერი
13:18

„სოციალური ანგარიშვალდებულება და ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესება სამოქალაქო ჩართულობის გზით“-მობილიზაციის შეხვედრები სამიზნე მუნიციპალიტეტებში

პროექტის „სოციალური ანგარიშვალდებულება და ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესება სამოქალაქო ჩართულობის გზით“ გახორციელდა მობილიზაციის შეხვედრები პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებში მოხალისეობრივი საქმიანობებით დაინტერესებულ ახალგაზრდებთან, საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებთან და აქტივისტებთან.  23-24...

სრულად
სიახლეები | Economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი