საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

30
მაისი
14:09

მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”.

პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად, საკუთარი და ევროკავშირის მოქალაქეების, ბიზნესების და გადაწყვეტილებების მიმღებთა მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობისათვის.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:

  • რეგიონული სტატისტიკის წარმოების ევროპული სისტემის შესწავლა;
  • რეგიონული სტატისტიკის წარმოების ქართული პრაქტიკის ანალიზი;
  • რეგიონული სტატისტიკის წარმოების კუთხით ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის შეფასება;
  • გამოვლენილი პრობლემების/ხარვეზების გამოსწორების და ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების აღსრულების ადვოკატირება.

პროექტის განხორციელების შედეგად:

  • შეფასდება ასოცირების შეთანხმებით სტატისტიკის მიმართულებით აღებული ვალდებულებების შესრულების ხარისხი რეგიონულ სტატისტიკაზე აქცენტირებით;
  • მომზადდება გამოვლენილი ხარვეზების, მათ შორის აღებული ვალდებულებების შესრულების ადვოკატირების გეგმა და დაიწყება ფართო პროფესიული კამპანია თანამედროვე ევროპული სტანდარტის რეგიონული სტატისტიკის წარმოების სისტემის დანერგვისათვის, მათ შორის მისი დანერგვის დადებითი მხარეების ჩვენებით;

 მოსალოდნელია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, რეგიონული სტატისტიკის წარმოების სისტემის განვითარება ქვეყანაში ხელს შეუწყობს სამთავრობო, ბიზნეს და საზოგადოებრივი პროექტების უფრო ეფექტიან დაგეგმვა-განხორციელებას, გაზრდის მათ შორის ინვესტორთა ინტერესს ქვეყნის რეგიონების მიმართ, რამეთუ ბიზნესი გახდება მეტად პროგნოზირებადი ობიექტურ სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

30
მაისი
14:09

მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...

სრულად
15
მარტი
14:44

მემორანდუმი გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის

9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...

სრულად
2
მარტი
17:18

პროექტის - „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება

27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...

სრულად
სიახლეები | Economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი