საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცის ორგანიზებით პერიოდულად ტარდება დებატები ეკონომიკურ თემებზე, სპეციალური ქეისების გამოყენებით.
რატომ უნდა მიიღო მონაწილეობა: დებატები წარმოადგენს განათლების მეთოდს, რომელიც ფოკუსირებულია ინტელექტუალურ შეჯიბრზე და ეფუძნება არგუმენტაციის გარკვეულ წესებს. დებატები წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურ საშუალებას დემოკრატიული ღირებულებების სასწავლებლად და გასავრცელებლად, რადგან ის მოიცავს ყოვლისმომცველ არგუმენტირებას, სხვადასხვა შეხედულებებისადმი ტოლერანტობას და უნარჩვევების განვითარებას. დებატების მიზანს არ წამოადგენს ”მართალი პასუხის” გამოვლენა, არამედ სხვადასხვა არგუმენტების და აზრების წარმოდგენა განსხვავებული მხარეებიდან. ამასთან არგუმენტს უნდა იყოს დასაბუთებული - არგუმენტის წონა არ განისაზღვრება მაღალი ხმით ან მეტად მისაღები პოზიციით, არამედ ლოგიკით და მტკიცებულებებით. სწორედ ესეთი არგუმენტები ქმნიას კარგ დებატებს.
დებატები ჩატარდება გუნდური პრინციპით, გუნდებად დაყოფა (4 წევრი) მოხდება პირველი შეხვედრის შემდეგ (დებატების ჩატარების მეთოდოლოგიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდებათ შერჩეულ კანიდატებს).
დებატების ყველა მონაწილე მიიღებს შესაბამის სერტიფიკატებს (მაგ. საუკეთესო ოპონირებისთვის).
გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა შემდეგი პრიზები:
- 200 ლარიანი ვაუჩერი თითოეული გუნდის წევრს მათთვის სასურველ სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად (გამარჯვებული გუნდის წევრები მიიღებენ საეასგან თანადაფინანსებას);
- საუკეთესო 2 მოდებატეს გადაეცემა წიგნები ეკონომიკის შესახებ;
დებატების შეაფასებს კომპეტენტური ჟიური. დღემდე ჟიურის წევრები იყვნენ:
- ალექსი ალექსიშვილი; პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი (PMCG); გამგეობის თავმჯომარე;
- გიორგი ციმაკურიძე; საპარტნიორო ფონდის ფინასური დეპარტამენტის უფროსი;
- გიორგი ნანობაშვილი; გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP); ეკონომიკური გუნდის ლიდერი;
- ზაზა ბროლაძე - პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი (PMCG); გენერალური დირექტორის მოადგილე;
- გიორგი ბაქრაძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური სკოლის (ISET) მაკროეკონომიკის პოლიტიკის კონსულტანტი;
- ლალი ღოღობერიძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი;
ჩატარების ადგილი: თბილისი, ორბელიანის ქუჩა #35, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის სათაო ოფისი, ტრენინგ ცენტრი.
ვის შეუძლია დებატების პროგრამაში მონაწილეობა: დებატებში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ სტუდენტს. ამასთან, პრიორიტეტი მიენიჭება ეკონომიკური და ბიზნეს პროფილის სტუდენტებს.
მონაწილეობის მიღება: დებატებში მონაწილეობისათვის უნდა გამოგიგზავნოთ შევსებული განაცხადის ფორმა (შესაბამისი ბმული იხილეთ ორგანიზაციის ვებ-გერდზე: www.economists.ge. განაცხადების მიღების შემდეგ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება. მომდევნო დებატებისთვის განაცხადების მიღების ბოლო ვადა გამოცხადდება ვებ-გვერზე და უმეღლეს სასწავლებლებში.
მონაწილეობის საფასური: დებატებში მონაწილეობა უფასოა