საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები:
- სამეწარმეო განათლების უზრუნველყოფა და განვითარება;
- სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა;
- ახალგაზრდა მეწარმეებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელისაწვდომობის გაზრდა;
ბენეფიციარები: სამეწარმო საქმიანობის დაწყებით დაინტერესებული და მეწარმე ახალგაზრდები (14-დან 29-წლამდე).
სამეწარმეო განათლების უზრუნველყოფა და განვითარება
ამოცანები:
- სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობა სამეწარმეო განათლების მიმართულებით;
- საშუალო სკოლებში, პროფ. სასწავლებლებში და უმაღლესი განათლების ინსტიტუტებში სამეწარმეო განათლების პოპულარიზაცია, დანერგვის და განვითარების ხელშეწყობა;
- მეწარმეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომლობის გაზრდა;
- ახალგაზრდა მეწარმეებისთვის ცნობიერების ამაღლება მათთვის პრაქტიკული ცოდნის მიცემის გზით;
სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა
ამოცანები:
- ბიზნესის ზრდის ხელშეწყობა;
- ახალგაზრდა მეწარმეებში პარტნიორული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა;
ახალგაზრდა მეწარმეებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელისაწვდომობის გაზრდა
ამოცანები:
- ახალი დაფინანსების შესაძლებლობების მიძიება და შეთავაზება ახალგაზრდა მეწარმეებისათვის;
- არსებული დაფინანსების შესახებ რესურსების მოძიება და მათი მიწოდება ახალგაზრდა მეწარმეებისათვის;
პარტნიორები: საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი გავითარების სამინისტრო, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ქვეყანაში მოქმედი სავაჭრო-სამრეწველო პალატები, ბიზნესები და მათი მფლობელები, განვითარებული ქვეყნების საელჩოები საქართველოში, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები.
მიმდინარე პროექტები:
- ახალგაზრდებისთვის Start-up ბიზნესების დაფინანსება;