საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

2
თებერვალი
16:37

ბიზნესტრენინგი ქალი მეწარმეებისთვის

სოფელ მაღაროსკარსა და სოფელ შუქრუთში ქალი მეწარმეებისთვის და თვითდახმარების ჯგუფის წევრებისთვის ჩატარდა 2 დღიანი ბიზნესტრენინგი 2015 წლის 24-28 იანვარს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა სოციაციის ორგანიზებით.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეთა სამეწარმეო უნარების გაზრდა, რათა მათ დამოუკიდებლად შეძლონ მომავალში სამეწარმეო საქმიანობის დაწყება ან/და განვითარება. ტრენინგი გაიარა მაღაროსკარში 23-მა მონაწილემ და შუქრუთში 22-მა.

ტრენინგები ჩატარდა საეა-ს შიდა სტანდარტების დაცვით, რომელიც ითვალისწინებდა ინტეგრირებული სწავლების მეთოდოლოგიის გამოყენებას.

ტრენინგის მონაწილეებს  შესაძლებლობა ქონდათ ტრენერის მიერ დასმულ შეკითხვების და დისკუსიის საფუძველზე თავად მისულიყვნენ ლოგიკურ პასუხებამდე, რომლის სრულყოფასაც ახდენდა ტრენერი.

თითეულ ტრენინგმოდულს ახლდა პრაქტიკული სავარჯიშოები, რომელზე მუშაობაც ხდებოდა ჯგუფურად ან ინდივიდუალურად.

მონაწილეები ჩაერთვნენ აქტივობებში; მოახდინეს ანალიზი და შეფასება; მიღებული შედეგები გამოიყენეს პრაქტიკულ სავარჯიშოებში.

ტრენინგის შედეგად თითოეულმა მონაწილემ შეავსო ბიზნეს გეგმის შაბლონი. ქალებს გადაეცათ ტრენინგის ”ქალი ბიზნესში” მონაწილეობის სერტიფიკატები. 

მომდევნო ეტაპზე საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია გეგმავს ტრენინგების მონაწილეებისთვის ბიზნესკონსულტაციების მიწოდებას სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად.

ტრენინგები ტარდება პროექტის ”ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისთვის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს _ USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციასთან, ფონდ ”ტასოსთან”, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან და გალის რაიონში მოქმედ ორგანიზაციასთან პარტნიორობით.

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

18
ივნისი
12:16

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ინიციატივითა და ფასილიტაციით კახეთში გურჯაანის მუნიციპალიტეტის ახლად შექმნილ აქტიურ...

სრულად
18
ივნისი
12:16

„საბჭოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია საეა-ს მხარდაჭერა სამომავლო საქმიანობისა და  სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში. არანაკლებ...

სრულად
25
აპრილი
15:57

გამოწვევების 30 წელი

30 წელი მიღწევაა - რადგან წლები მნიშვნელოვანია, რადგან გამოცდილება შევიძინეთ და რადგან შედეგებს მივაღწიეთ. ჩვენ უკვე 30-ს...

სრულად
სიახლეები | Economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი