საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

18
თებერვალი
12:32

ახალგაზრდების სამეწარმეო შესაძლებლობების მხარდაჭერა საქართველოში

ბიზნეს საკონსულტაციო ქსელი -საქართველო (BCNG) ჰარჯუს ეკონომიკური განვითარების ცენტრთან (HEDC) პარტნიორობით იწყებს ახალ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ახალგაზრდების (მათ შორის ძირითადად დევნილების) სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას. პროექტით დაგეგმილია შემდეგი ძირითადი საქმიანობები:

  • სამუშაო შეხვედრები ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
  • ტრენინგები „მეწარმეობაში“;
  • გრანტების გაცემა ბიზნესის დაწყებისთვის ან უკვე არსებული ბიზნესის განვითარებისთვის. ჯამურად ახალგაზრდებზე გაიცემა 200,000$-ის ღორებულების ბიზნესგრანტები;
  • ბიზნესკონსულტაციები და მენტორინგის სესიები;
  • ბიზნეს გეგმების კონკურსი. ხოლო ბიზნეს გეგმების კონკურსის გამარჯვებულებზე გადანაწილდება 15,500$-ის ღირებულების ბიზნესგრანტი.

პროექტი დაფინანსებულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ. 

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

30
მაისი
14:09

მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...

სრულად
15
მარტი
14:44

მემორანდუმი გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის

9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...

სრულად
2
მარტი
17:18

პროექტის - „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება

27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...

სრულად
სიახლეები | Economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი