2015 წლის 27 თებერვალს ბიზნეს საკონსულტაციო ქსელი-საქართველოს (BCNG) ჰარჯუს ეკონომიკური განვითარების ცენტრთან (HEDC) პარტნიორობით, გაიმართა პროექტის „ახალგაზრდების სამეწარმეო შესაძლებლობების მხარდააჭერა საქართველოში“ პრეზენტაცია, კარალეთის დევნილთა დასახლებაში.
პროექტი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და მიზნად ისახავს, საქართველოში ახალგაზრდების (მათ შორის ძირითადად დევნილების) სამეწარმეო საქმიანობის განვითარებასა და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას. პროექტის მოსარგებლეების 80%-ს შეადგენს დევნილი ახალგაზრდები.
პროექტის ფარგლებში შერჩეულ საუკეთესო 25 ბიზნეს პროექტს გადაეცემა ჯამში 200 000$-ის ოდენობის გრანტი, ხოლო ბიზნეს გეგმების კონკურსის გამარჯვებულებზე გადანაწილდება 15,500$-ის ღირებულების ბიზნესგრანტი.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ესტონეთის საელჩოს წარმომადგენლები და ახალგაზრდები ხაშურის, ქარელის, გორის და სხვა მუნიციპალიტეტებიდან. ახალგაზრდებს ბიზნეს საკონსულტაციო ქსელი საქართველოს წარმომადგენლებმა მიაწოდეს პროექტით გათვალისწინებული სხვადასხვა აქტივობების შესახებ ინფორმაცია.
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...
9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...
27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...