პროექტის „ ახალგაზრდების სამეწარმეო შესაძლებლობების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, დაფინანსება მიიღეს შემდეგმა ბიზნეს პროექტებმა:
1) აგრო პროდუქტების წარმოება
2) ’’გალერეა დე პარიზ’’
3) „Express Printing“
4) საბანკეტო დარბაზი
5) „შერეული საქონლის მაღაზია“
6) სამშენებლო ავტო ტექნიკა
7) „ჩურჩხელა უკვდავია, თანაც კახური“
8) საოფისე მაღაზია "OFFice mART"
9) სასათბურე მეურნეობა "სან ანდრეასი"
10) მარწყვის სათბური
11) ყვავილების სათბური
12) ხელნაკეთი ნივთების მაღაზია „ბუდე“
13) Print Service Group
14) მონოქრომი
15) იმერეთის რეგიონში ნატურალური ქვის ფილების იმპორტი და დისტრიბუცია
გილოცავთ გამარჯვებული პროექტების ავტორებს !
შეგახსენებთ რომ აპლიკანტებს, ვინც ვერ მიიღეთ დაფინანსება, შესაძლებლობა გეძლევათ 2016 წელს საგრანტო კონკურსში კვლავ შემოიტანოთ განაცხადი. 2016 წლის საგრანტო კონკურსში დამატებით 10 ბიზნეს პროექტი დაფინანსდება.
გისურვებთ წარმატებებს !
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...
9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...
27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...