საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

27
ოქტომბერი
14:48

სასწავლო ვიზიტები ქალი მეწარმეებისთვის

2015 წლის 17 ოქტომბერს და 24 ვილისს ქალი მეწარმეებისთვის ჩატარდა 2 სასწავლო ვიზიტი იმერეთსა და კახეთის რეგიონებში საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ორგანიზებით.

სასწავლო ვიზიტები მიზნად ისახავდა პროექტის ბენეფიციარებისთვის ბიზნესის ოპერირების ადგილზე ნახვა და წარმატებული მეწარმეების გამოცდილების გაზიარება. ვიზიტები განხორციელდა სადემონსტრაციო მეურნეობებში, რომლებიც წარმოადგენდნენ იმავე სოფლის მეურნეობის სექტორს, რომელსაც მონაწილეები.

აღსანიშნავია რომ წარმატებული და სადემონსტრაციო კოოპერატივების შერჩევა პროექტისთვის განახორციელა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ. კახეთის რეგიონში ვიზიტი განხორციელდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში ”მარგი ლ”, ხოლო იმერეთის რეგიონში ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დიხაშხოში - ს.ს. კოოპერატივში ”ვაშლარა”.

იმერეთში - 18, ხოლო კახეთში - 16 მონაწილე იყო პროექტის ფარგლებში შექმნილი სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის წევრები დაესწრნენ სასწავლო ვიზიტებს, მათ საშუალება ქონდათ ადგილზე ენახათ მათთვის საინტერესო წარმოება, მიეღოთ დამატებითი ინფორმაცია და რჩევები საკუთარი მეურნეობების განსავითარებლად ამ სფეროში წარმატებული მეწარმეებისგან.

ვიზიტები მონაწილეებისთვის ძალიან საინტერესო და პროდუქტიული აღმოჩნდა, თითოეული 2 სთ-ზე მეტ ხანს გაგრძელდა. მასპინძლებმა სოფლისმეურნეობის დარგის გარდა ასევე ისაუბრეს ზოგადად კოოპერატივის მენეჯმენტის სირთულეებზეც,კოოპერაციის გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზეც.

სასწავლო ვიზიტები ჩატარდა პროექტის ”ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისთვის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს _ USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციასთან, ფონდ ”ტასოსთან”, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან და გალის რაიონში მოქმედ ორგანიზაციასთან პარტნიორობით.

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

18
ივნისი
12:16

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ინიციატივითა და ფასილიტაციით კახეთში გურჯაანის მუნიციპალიტეტის ახლად შექმნილ აქტიურ...

სრულად
18
ივნისი
12:16

„საბჭოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია საეა-ს მხარდაჭერა სამომავლო საქმიანობისა და  სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში. არანაკლებ...

სრულად
25
აპრილი
15:57

გამოწვევების 30 წელი

30 წელი მიღწევაა - რადგან წლები მნიშვნელოვანია, რადგან გამოცდილება შევიძინეთ და რადგან შედეგებს მივაღწიეთ. ჩვენ უკვე 30-ს...

სრულად
სიახლეები | Economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი