საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

18
დეკემბერი
13:15

სასწავლო ვიზიტები ქალი მეწარმეებისთვის

2015 წლის 11, 15 და 16 დეკემბერს ქალი მეწარმეებისათვის ჩატარდა 3 სასწავლო ვიზიტი თბილისში, ქუთაისსა და თელავში საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ორგანიზებით.

სასწავლო ვიზიტები მიზნად ისახავდა პროექტის ბენეფიციარებისთვის ბიზნესის ოპერირების ადგილზე დემონსტრირებას და წარმატებული მეწარმეების გამოცდილების გაზიარებას. 

ვიზიტები განხორცილდა საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში, ღვინის ქარხანა „თელიან ველში“ და ასევე სამკერვალო ფაბრიკა „იმერში“.

პროექტის ფარგლებში შერჩეულ ბენეფიციარებს საშუალება ქონდათ ადგილზე ენახათ მათთვის საინტერესო წარმოება, მიეღოთ დამატებითი ინფორმაცია და რჩევები ბიზნესის განსავითარებლად ამ სფეროში წარმატებული მეწარმეებისგან. ვიზიტები მონაწილეებისთვის ძალიან საინტერესო და პროდუქტიული აღმოჩნდა, თითოეული 2 სთ-ზე მეტ ხანს გაგრძელდა.

სასწავლო ვიზიტები განხორციელდა პროგრამის „ქალთა გაძლიერება ბიზნესში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება USAID ”მმართველობა განვითარებისათვის” პროექტის ფარგლებში. ”მმართველობა განვითარებისათვის” USAID-ის  ხუთწლიანი პროექტია, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ და ახორციელებს „დელოიტ კონსალტინგი“.

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

18
ივნისი
12:16

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ინიციატივითა და ფასილიტაციით კახეთში გურჯაანის მუნიციპალიტეტის ახლად შექმნილ აქტიურ...

სრულად
18
ივნისი
12:16

„საბჭოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია საეა-ს მხარდაჭერა სამომავლო საქმიანობისა და  სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში. არანაკლებ...

სრულად
25
აპრილი
15:57

გამოწვევების 30 წელი

30 წელი მიღწევაა - რადგან წლები მნიშვნელოვანია, რადგან გამოცდილება შევიძინეთ და რადგან შედეგებს მივაღწიეთ. ჩვენ უკვე 30-ს...

სრულად
სიახლეები | Economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი