საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

5
სექტემბერი
13:42

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია (AYEG) აცხადებს ტრენინგს -

ტრენინგის აღწერა:

ტრენინგი წარმოადგენს თეორიულ და პრაქტიკურ კურსს პროექტების მართვაში, რომელიც დამსწრეებს  მისცემს საშუალებას შეიძინონ და განიმტკიცონ  ცოდნა პროექტების შემუშავებასა და მართვაში. ტრენინგ-კურსი მათ დაეხმარებათ  საქმნიანობის ეფექტიანობის ამაღლებასა და  კარიერულ ზრდაში. შეძლებენ ისეთი უნარების შეძენასა და გაუმჯობესებას როგორებიცაა: დრიოს მართვა გრძლევადიანი დაგეგმვა და აშ.

 ჩვენი ტრენინგის ძირითადი უპირატესობებია:

** მოკლე დროში მონაწილეები შეძლებენ  პროექტების ინიცირიბას, რომლებიც გამოყენებადია   პრაქტიკაში;
** პროექტის გახორციელებისათვის საჭირო ხარჯების, ადამიანური რესურსების და კომუნიკაციის დაგეგმვას;
** საუკეთესო  პრაქტიკული მაგალითების პრეზენტაცია და განხილვა;

  • ტრენინგის გავლის შემდეგ, მსმენელები მიიღებენ საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის  სერტიფიკატს.

    ტრენერი:

    ტრენინგს გაუძღვება მიჩიგანის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრი და პროექტების მართვის პროფესიონალი (PMP) 

    ** გიორგი ციმინტია


    ტრენინგის თემატიკა:

    შესავალი პროექტების მართვაში (ტეტი - საჭიროებების გამოვლენა)
  • პროექტის ინიცირება (მიზნების და ამოცანების განსაზღვრა)
  • პროექტის  მოთხოვნების განსაზღვრა
  • დაინტერესებული მხარეების გამოვლენა და მათთან თანამშრომლობის სტრატეგიის შემუშავება
  • WBS-ის და WBS-ის ლექსიკონის შემუშავება
  • პროექტის ხარისხის დაგეგმვა და მართვა
  • ადამიანური და სხვა რესურსების ეფექტურად განაწილების მეთოდები
  • შესყიდვების დაგეგმვა – სატენდერო დოკუმენტები და მოთხოვნები
  • პროექტის დროის და ეტაპების მართვა და მონიტორინგი
  • რისკების იდენტიფიკაცია და მართვა
  • პროექტის  ბიუჯეტის განსაზღვრა და დროში გაწერა
  • მონიტორინგის და კონტროლის დაგეგმვა და შესრულების ღონისძიებების განსაზღვრა
  • საპროექტო წინადადების შემუშავება და დაშვებული შეცდომების განხილვა


ტრენინგის განრიგი:

** ტრენინგის დასაწყისი: 9 სექტემბერი
** ტრენინგის ხანგრძლივობა: 3 კვირა
** ტრენინგების პერიოდულობა: შაბათი - კვირა
** ჩატარების დრო: 10:00-18:00 (საათი)

ტრენინგის საფასური და გადახდის წესი

** ტრენინგის ღირებულება: 250 ლარი.
** საფასურის გადახდა უნდა მოხდეს დაწყებამდე არაუგვიანეს 1 კალენდარული დღით ადრე

რეგისტრაციის პირობები:

მსურველებმა უნდა გამოაგზავნoნ  პირადი მონაცემები (სახელი/გვარი, მობ. ნომერი) შემდეგ მისამართზე: mkotia@economists.ge   office@economists.ge

საკონტაქტო ინფორმაცია:

მადონა კოტია
ეკონომიკური განათლების ცენტრის მენეჯერი
მობ.: +995 591 11 95 90 
ტელ.: 032 299 04 43
e-mail.: mkotia@economists.ge

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

30
მაისი
14:09

მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...

სრულად
15
მარტი
14:44

მემორანდუმი გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის

9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...

სრულად
2
მარტი
17:18

პროექტის - „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება

27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...

სრულად
სიახლეები | Economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი