საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

18
დეკემბერი
13:44

„საქართველოში ფერმერთა კოოპერირების ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკის შეფასების“ პრეზენტაცია გაიმართა

2017 წლის 15 დეკემბერს კვლევის ანგარიშის „საქართველოში ფერმერთა კოოპერირების ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკის შეფასება” პრეზენტაცია გაიმართა.  

კვლევა განხორციელდა საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას მიერ,  საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ორგანიზაციასთან - ,,People in Need" თანამშრომლობით.

კვლევა წარმოადგენს იმერეთისა და რაჭის რეგიონში კოოპერირების ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკის შეფასებას ფერმერთა შეხედულებებზე დაყრდნობით. კვლევის შედეგები ასახავს ისეთ საკითხებს როგორებიცაა:  კოოპერატივების განვითარების არსებული მდგომარეობის შეფასება; ფერმერთა დამოკიდებულება კოოპერატივების მიმართ და არსებული საჭიროებები; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების  განვითარების სააგენტოსა და მისი პროექტების ზეგავლენის შეფასება.

კვლევა განხორცილდა ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ხელშეწყობით, პროექტის ”მცირე ფერმერული კოოპერატივების მწარმოებლურობის გაძლიერება იმერეთისა და რაჭის რეგიონებში” ფარგლებში.

ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.enpard.ge

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • თამარ ხუნწარია, ENPARD-ის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, 595 989916, tamar.k@actionprgroup.com
  • მარიამ ჯიბუტი, პროექტის მენეჯერი, 595 040801 m.jibuti@economists.ge
გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

27
აპრილი
20:50

საეას ეკონომიკური განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსების ტესტირების შედეგები.

საეას ეკონომიკური განათლების ცენტრის ფარგლებში ტრენინგ-კურსებზე მონაწილეთა მისაღებათ ჩატარდა ტესტირება. იხილეთ

სრულად
5
აპრილი
15:33

საეას ეკონომიკური განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსები

5 -  აპრილიდან  - 23  აპრილამდე საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ეკონომიკური განათლების ცენტრი აცხადებს სტუდენტების მიღებას...

სრულად
სიახლეები | Economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი