საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

ისტორია

ჩვენი ისტორია

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია ღირსეულად იცავს საკუთარ პრინციპებსა და ძირეულ ფასეულობებს. დაარსების დღიდან თითოეული წელი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო ორგანიზაციისათვის. 27 წლის წინათ, როდესაც საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია დაფუძნდა, არასამთავრობო სექტორი განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფებოდა. საეა-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკის პრინციპების ფორმირებასა და საზოგადოებაში ახალი ეკონომიკური აზროვნების დამკვიდრებაში.


იცვლება გარემო, ვითარდება ეკონომიკა და საეა-ს პროფესიონალთა გუნდი მუდმივად მზადაა, მიიღოს ახალი ინიციატივები. ასოციაციაში გარემოსგან ნაკარნახევი აქტუალური საკითხების შესწავლის თანმდევია შემოქმედებითი იდეების რეალობაში განხორციელება.
დღესდღეობით საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია აქტივობებს ახორციელებს საქართველოს მასშტაბით. საქმიანობები დივერსიფიცირებულია შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: ბიზნესგარემოს გაუმჯობესება; დემოკრატიული მმართველობისა და ეკონომიკური რეფორმების ხელშეწყობა; ახალგაზრდა ეკონომისტების პროფესიონალური განვითარების უზრუნველყოფა.
ჩვენ განვახორციელეთ 100-ზე მეტი პროექტი მონიტორინგის, ანალიზის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, ბიზნესის მხარდაჭერის, კანონშემოქმედებითი და სხვა მიმართულებებზე აქცენტირებით.

 

 

1989

25 აპრილს ეკონომიკური პროფილის სტუდენტებმა დააარსეს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია (საეა).

მეტი 

1989

25 აპრილს ეკონომიკური პროფილის სტუდენტებმა დააარსეს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია (საეა). ეს იყო პერიოდი, როდესაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ახალი ეკონომიკური აზროვნების ჩამოყალიბებას და ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკის პრინციპების ფორმირებას.

1993

საეა-მ დაიწყო ეკონომიკური განათლების პროგრამა. დღეისათვის წლიურად 5000-ზე მეტი პირი ჩართულია სხვადასხვა კურსებში.

1993

საეა-მ დაიწყო ეკონომიკური განათლების პროგრამა. დღეისათვის წლიურად 5000-ზე მეტი პირი ჩართულია სხვადასხვა კურსებში.

1998

დაარსდა ბათუმის ტერიტორიალური ოფისი. საეა ჩაერთო სხვადასხვა სახელმწიფო ეკონომიკურ რეფორმებში.

1998

დაარსდა ბათუმის ტერიტორიალური ოფისი. საეა ჩაერთო სხვადასხვა სახელმწიფო ეკონომიკურ რეფორმებში.

2001

დაარსდა ქუთაისის ტერიტორიალური ოფისი. საეა-მ დაიწყო მუშაობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერაზე.

2001

დაარსდა ქუთაისის ტერიტორიალური ოფისი. საეა-მ დაიწყო მუშაობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერაზე.

2004

დაარსდა გორის ტერიტორიალური ოფისი. საეა-მ დაიწყო მუშაობა სახელმწიფო ფინანსებზე.

2004

დაარსდა გორის ტერიტორიალური ოფისი. საეა-მ დაიწყო მუშაობა სახელმწიფო ფინანსებზე.

2005

საეა-ს აქტიური მონაწილეობით ახალი "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონი" დაინერგა წარმატებით.

მეტი 

2005

საეა-ს აქტიური მონაწილეობით ახალი "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონი" დაინერგა წარმატებით. საეა ჩაერთო სხვადასხვა სახელმწიფო კომისიებსა და საზოგადოებრივ კოალიციებში. საეა-ში დაარსდა კვლევითი ცენტრი.

2007

დაარსდა ბიზნესსაკონსულტაციო ქსელი – საქართველო, რომელიც ქართულ ბაზარს ემსახურება ბიზნესკონსულტაციებით.

2007

დაარსდა ბიზნესსაკონსულტაციო ქსელი – საქართველო, რომელიც ქართულ ბაზარს ემსახურება ბიზნესკონსულტაციებით.

2008

საეა მუშაობს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა: USAID, CIPE, OSGF, Oxfam GB, Eurasia Partnership Foundation...

მეტი 

2008

საეა მუშაობს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა: USAID, CIPE, OSGF, Oxfam GB, Eurasia Partnership Foundation, UN agencies, და სხვ. 80-ზე მეტი პროექტი განხოციელდა ამ პერიოდისათვის.

2009

საეა-ს ჰყავს 15-ზე მეტი პროფესიონალი, რომლებიც მუშაობენ ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე...

მეტი 

2009

საეა-ს ჰყავს 15-ზე მეტი პროფესიონალი, რომლებიც მუშაობენ ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა: ბიზნესგარემოს გაუმჯობესება, დემოკრატიული მმართველობა და ეკონომიკური რეფორმები, ახლაგაზრდა ეკონომისტთა პროფესიული განვითარება.

2010

საეა-მ აფართოვებს ბიზნესგანვითარების სერვისების მიწოდებას ქვეყნის მასშტაბით.

მეტი 

2010

საეა-აფართოვებს ბიზნესგანვითარების სერვისების მიწოდებას ქვეყნის მასშტაბით. ამასთან აქტიურად მუშაობს კერძო სამედიცინო პრაქტიკის განვითარებაზე, საზღვრისპირა თანამშრომლობის ხელშეწყობაზე და სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშვალდებულობის გაზრდაზე. 

2011

საეა-მ მოამზადა 60-ზე მეტი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა და აქტიურად ეხმარება სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს შესაძლებლობების გაზრდაში.

მეტი 

2011

საეა-მ მოამზადა 60-ზე მეტი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა და აქტიურად ეხმარება სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს შესაძლებლობების გაზრდაში. ამასთან საეა იწყებს გრძელვადიან პროგრამას ახალგაზრდებსი სამეწარმეო საქმმიანობების მხარდასაჭერად. 

2013

მომზადდა საბინაო ამხანაგობების განვითარების გეგმები, ასევე აქტიურად დაიწყო მოქალაქეთა თანამონაწილეობის ხელშეწყობა პროგრამული ბიუჯეტირების პროცესში მუნიციპალურ დონეზე.

მეტი 

2013

მომზადდა საბინაო ამხანაგობების განვითარების გეგმები, ასევე აქტიურად დაიწყო მოქალაქეთა თანამონაწილეობის ხელშეწყობა პროგრამული ბიუჯეტირების პროცესში მუნიციპალურ დონეზე. ამასთან განხორციელდა სამეწარმეო სწავლების პილოტაჟი საქართველოს საჯარო სკოლებში. 

2014

საეა პარტნიორებთან ერთად აქტიურად მუშაობს თვითმმართველობების ინსტიტუციონალურ გაძლიერებაზე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებაზე, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე და სხვა.

მეტი 

2014

საეა პარტნიორებთან ერთად აქტიურად მუშაობს თვითმმართველობების ინსტიტუციონალურ გაძლიერებაზე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებაზე, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე და სხვა. ასევე საეა აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სახელმწიფო რეფორმების პროცესში საკუთარი რეკომენდაციების მიწოდების და ადვოკატირების გზით.საეა ატარებს სხვადასხვა თემატურ კვლევებს. ახალგაზრდებისთვის ტარდება სხვადასხვა სპეციალური პროგრამები, მათ შორის ”დებატები ეკონომიკაზე” 

2015

წლის განმავლობაში ჩვენ დავაფინანსეთ ახალგაზრდების მიერ შედგენილი 27 ბიზნეს პროექტი, რომლებზეც ჯამურად გაიცა 194 500 დოლარის ღირებულების ბიზნეს გრანტი; ჩვენთან პროექტების ფარგლებში ტრენინგები გაიარა 1000-ზე მეტმა ბენეფიციარმა

მეტი 

2015

 წლის განმავლობაში ჩვენ დავაფინანსეთ ახალგაზრდების მიერ შედგენილი 27 ბიზნეს პროექტი, რომლებზეც ჯამურად გაიცა 194 500 დოლარის ღირებულების ბიზნეს გრანტი;  ჩვენთან პროექტების ფარგლებში ტრენინგები გაიარა 1000-ზე მეტმა ბენეფიციარმა; დავაფინანსეთ 33 სასოფლო სამურნეო კოოპერატივი; ჩვენი პროექტების ფარგლებში დასაქმდა 13 ქალი; მომზადდა 20-ზე მეტი შეფასების ანგარიში; სტაჟირება გაიარა 19-მა ახალგაზრდამ; ბიზეს კონსულტაციები მიიღო 70-ზე მეტმა ახალგაზრდამ; მოეწყო სასწავლო ტურები ქალი მეწარმეებისათვის; საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში, თემის 80 წარმომადგენელს ჩაუტარდა ინტენსიური მოსამზადებელი კურსი, რათა ადგილობრივ დონეზე მოეხდინათ საკუთარი საჭიროებების ადვოკატირება. ასევე ახალგაზრდებისთვის ტარება სპეციალური აქტივობები, მათ შორის დებატები ეკონომიკაზე. 

საქართველოს მეწარმეობის განვითარების ცენტრი (CEDG)

დეტალურად

ეკონომიკური განათლების ცენტრი (EEC)

დეტალურად
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი