ეკონომიკური განათლების ცენტრის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ეკონომიკით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს. მიღება ცხადდება სემესტრულად, წელიწადში ორჯერ და ემთხვევა სასწავლო პროცესისდაწყებას, შესაბამისად, შემოდგომასა და გაზაფხულზე.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ შემდეგი ეტაპები:
- აპლიკაციის ფორმა
აპლიკაციის ფორმა შეგიძლიათ მოიპოვოთ საეა-ს ოფისში ან ვებ-გვერდზე www.economists.ge. შევსებული აპლიკაციის ელ-ვერსია გამოგზავნეთ ელ-ფოსტით მისამართზე madona@economists.ge, ან მობრძანდით ოფისში ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა, 12-დან 6 საათამდე. მისამართი: ორბელიანის ქ. #35 ტელეფონი: (+995 32) 92 28 39; 99 04 43.
მონაწილეობის მსურველებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა!
- რეგისტრაცია
თითოეული შევსებული აპლიკაცია რეგისტრირდება ერთიან ბაზაში და ენიჭება უნიკალური შვიდნიშნა კოდი. რეგისტრაციის შემდეგ აპლიკანტი იღებს რეგისტრაციის დამადასტურებელ ბარათს, სადაც მითითებულია ტესტირების თარიღი და დრო.
- ტესტირება
ტესტი მოიცავს ზოგადი უნარების შესაფასებელ კითხვებს და ფასდება ქულებით (კითხვები არის დახურული ფორმით), კითხვათა რაოდენობა არ აღემატება 20-ს. ტესტირება ტარდება საათში ერთხელ და ხანგრძლივობაა 15 წუთი. ტესტირებაზე არ დაიშვება აპლიკანტი დაგვიანების, ერთიან ბაზაში არყოფნის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის არქონის შემთხვევაში!
- თანადაფინანსებადი ტრენინგები
იმ აპლიკანტებს, რომლებიც ვერ დააგროვებენ გამსვლელ ქულას უფასო ტრენინგზე, ვთავაზობთ თანადაფინანსებით ტრენინგებზე რეგისტრაციას. ტრენინგის ღირებულება რანჟირებულია ტესტში მიღებული შედეგის მიხედვით და თანხა განისაზღვრება 30-დან 100 ლარამდე.
თანადაფინასებით კურსზე მოხვედრისათვის აპლიკანტმა უნდა გაიაროს ხელახალი რეგისტრაცია.
ხელახალი რეგისტრაციის გამოცხადებიდან 2 კვირის ვადაში აპლიკანტს შეეძლება რეგისტრაცია