საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის პროექტის “მმართველობა განვითარებისათვის” (G4G) მხარდაჭერით იწყებს პროგრამას: „ქალთა გაძლიერება ბიზნესში“. პროგრამისფარგლებში იწყება მონაწილეების შერჩევა ტრენინგებისთვის, რომელთა მიზანია ბიზნესში ქალთა აქტივობის და შესაძლებლობების გაზრდა.
მონაწილეები შეირჩევიან შევსებული აპლიკაციების საფუძველზე.
მონაწილეობის პირობები:
ტრენინგების შემდეგ ქალბატონები მიიღებენ მონაწილეობას მენტორინგის პროგრამაში, სასწავლო ვიზიტებსა და საჯარო სექტორთან სამუშაო შეხვედრებში.
ტრენინგები ჩატარდება ქ. თბილისში ორ ეტაპად:
1. ბიზნესტრენინგი აგვისტო, ხანგრძლივობა (4 დღე)
2. ადვოკატირების ტრენინგი , ოქტომბერი, ხანგრძლივობა (3 დღე).
ტრენინგში მონაწილეობის ხარჯები ანაზღაურდება USAID G4G-ის მიერ. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://economists.ge/ka/news/140-qalta-gadzliereba-biznesshi.
ტრენინგებში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ელექტრონული აპლიკაციის ფორმა და შევსებული აპლიკაციის ელექტრონული ვერსია და/ან რაიმე კითხვები გამოაგზავნონ ელ-ფოსტით მისამართზე: keti@economists.ge 2015 წლის 1 აგვისტომდე.
პროგრამა დაფინანსებულია G4G-ის მიერ, რომელიც USAID-ის ხუთწლიანი, $19.3 მილიონიანი პროექტია, რომელსაც ახორციელებს „დელოიტ კონსალტინგი“. G4G მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმების სამართლიანად და გამჭვირვალედ დაგეგმვის და განხორციელების მხარდაჭერით.
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ინიციატივითა და ფასილიტაციით კახეთში გურჯაანის მუნიციპალიტეტის ახლად შექმნილ აქტიურ...
„საბჭოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია საეა-ს მხარდაჭერა სამომავლო საქმიანობისა და სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში. არანაკლებ...
30 წელი მიღწევაა - რადგან წლები მნიშვნელოვანია, რადგან გამოცდილება შევიძინეთ და რადგან შედეგებს მივაღწიეთ. ჩვენ უკვე 30-ს...