2015 წლის 11 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით საეა-ს შიდა კონსულტანტი თვითმმართველობის საკითხებში, მარიამ ჯიბუტი ესწრებოდა ორ კვირიან ტრენინგებს გერმანიასა და პოლონეთში. ტრენინგი მოიცავდა შემდეგ მოდულებს: ადგილობრივი თვითმმართველობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, თვითმმართველობის საფუძვლები, დეცენტრალიზაციის დადებითი ეფექტები. გარდა ტრენინგებისა სხვადასხვა შეხვედრები გაიმართა პოლონეთის რესპუბლიკის სეიმში, ბუნდესტაგში, ბუნდესრატში, სხვადასხვა ქალაქების აღმასრულებელ ორგანოებში (მერიებში), ინფრასტრუქტურისა და სხვა სამინისტროებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში. შეხვედრებზე მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ქვეყნების გამოცდილების, დეცენტრალიზაციის დადებითი შედეგების, სახელმწიფო მართვის სტრუქტურისა და პროცესის შესახებ.
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...
9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...
27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...