15-16 ოქტომბერს პროექტი „ძლიერი ადგილობრივი მმართველობა ეფექტური სამოქალაქო ჩართულობით“-ს ფარგლებში ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა საჭიროების გამოვლენი მეთოდოლოგიის პილოტირება ახალციხისა და ადიგენის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან.
პილოტირების პირველ დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ „მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენის მეთოდოლოგიას“. აღნიშნული მეთოდოლოგია, შემუშავებულია საეა-ს ექსპერტების მიერ, და დაფუძნებულია ადგილობრივ და უცხოურ პრაქტიკაზე. მისი შექმნის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ თვითმმართველობას მოამზადოს ბიუჯეტი და პროგრამები მოსახლეობის საჭიროებებზე დაფუძნებით.
პილოტირების მეორე დღეს, ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა. შეხვედრის ფარგლებში თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პრაქტიკაში გამოიყენეს საეა-ს მიერ შექმნილი მეთოდოლოგია.
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...
9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...
27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...