11-15 ნოემბერს პროექტის ”ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის” ფარგლებში შექმნილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრებისთვის ჩატარდა 4 დღიანი კოოპერატივის განვითარების ტრენინგი საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა სოციაციის ორგანიზებით დაბა ბაკურიანში. ტრენინგი გაიარა 15-მა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებმა.
ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეთა კოოპერატივების მართვასა და განვითარებასთან დაკავშირებული ცოდნის დონის გაზრდას, რათა მათ დამოუკიდებლად შეძლონ მომავალში საკუთარი კოოპერატივების განვითარება და გაფართოება.
ტრენინგი მოიცავდა შემდეგ საკითხებს, რომელიც განისაზღვრა შექმნილი კოოპერატივების საჭიროებებიდან გამომდინარე:
ტრენინგი თეორიულ საკითხებთან ერთად მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც, ჯგუფურ დავალებებს და დისკუსიებს.
ტრენინგის ბოლოს თითოეულმა კოოპერატივმა შეიმუშავა საკუთარი კოოპერატივის განვითრების ბიზნესგეგმა.
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ტრენინგები ჩატარდა პროექტის ”ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისთვის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს _ USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციასთან, ფონდ ”ტასოსთან”, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან და გალის რაიონში მოქმედ ორგანიზაციასთან პარტნიორობით.
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...
9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...
27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...