„ახალგაზრდების სამეწარმეო შესაძლებლობების მხარდაჭერა საქართველოში“ საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის შვილობილი კომპანიის „ბიზნეს საკონსულტაციო ქსელი საქართველო“-ს პროექტია, რომელიც ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ არის დაფინანსებული. გასულ წელს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში 14-მა ბიზნეს პროექტმა მოიპოვა დაფინანსება. მათ შორის იყო ყვავილების სათბური.
„პროექტის შესახებ თავდაპირველად ჩემი მეგობრისგან შევიტყე. მე დიდი ხანია მინდოდა გამეკეთებინა ყვავილების სათბური, თუმცა დამოუკიდებლად ამის გაკეთება ფინანსური რესურსების არქონის გამო შეუძლებლად მიმაჩნდა. პროექტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოძიების შემდეგ შევიტყვე, რომ აქცენტი ძირითადად დევნილ ახალგაზრდებზე იყო გაკეთებული, ამან დამატებით სტიმული მომცა, რადგან მეც ახალგორიდან ვარ დევნილი. თავდაპირველად ტრენინგები გავიარე, შემდგომ ბიზნეს გეგმა შევიმუშავე და დაახლოებით 1 თვეში შევიტყვე, რომ პროექტის ერთერთი გამარჯვებული ვიყავი.
ამჟამად მე მაქვს ყვავილების, კერძოდ, ლილიების სათბური. პირველი მოსავალი, 5000 ძირზე მეტი სხვდასხვა ჯიშის ლილია, უკვე მივიღე. მომავალში ვგეგმავ გაფართოებას, მინდა ქრიზანთემების წარმოებაც დავიწყო. ამჟამად, ძირითად სამუშაოებს მთლიანად მე ვაკეთებ, გაფართოების შემთხვევაში კი დამატებით რამდენიმე ადამიანს დავიქირავებ.
მომავალ ბენეფიციარებს, ვინც გეგმავს მონაწილეობა მიიღოს საგრანტო კონკურსში ვურჩევდი, რომ დაბრკოლებებს, რომელიც შეექმნებათ ბიზნეს იდეის განხორციელების პროცესში არ შეუშინდნენ და აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას.“
ამირან დავითური
ინდივიდუალური მეწარმე
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...
9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...
27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...