თემურ ყანჩაველი
ტელ.: | ელ.ფოსტა: tkanchaveli@economists.ge
თემურ ყანჩაველმა 2001-2005 წლებში დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი ვაჭრობის ეკონომიკისა და მარკეტინიგს სპეციალობით. 2005-2007 წლებში კი დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტი მარკეტინგის მაგისტრის ხარისხით. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში თემურ ყანჩაველი 2005 წლიდან 2015 წლამდე მუშაობდა ბუღალტრის პოზიციაზე და პარალელურ რეჟიმში ატარებდა ტრენინგებს საგადასახადო საქმესა და ფინანსურ აღრიცხვაში, როგორც ჩვენი ორგანიზაციის განათლების პროგრამის ფარგლებში, ასევე სხვა განხორციელებული პროექტების ბენეფიციარებთან.2016 წლის მარტიდან თემურ ყანჩაველი საეაში იკავებს ფინანსური მენეჯერის პოზიციას. ამავე პერიოდიდან ENPARD ის ფარგლებში საქართველოს მთელი მასშტაბით ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გადამზადებასა და ქოუჩინგს საგადასახადო საქმესა და ბუღალტრულ აღრიცხვაში.