საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

ჩვენი გუნდი

თენგიზ შერგელაშვილი

ტელ.: | ელ.ფოსტა: tesher@mrdi.gov.ge

თენგიზ შერგელაშვილი 2014 წლიდან არის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე. ასევე არის ევროპული ინიციატივა- „ლიბერალური აკადემიის“ ანალიტიკოსი, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი.

2012-2014 წლებში იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე. 2012 წელს საქართველოს განვითარების კვლევის ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა ეკონომიკურ ჯგუფს, სოფლის მეურნეობის ჯგუფსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჯგუფს. 2001-2006 წლებში იყო „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე. 2002-2006 წლებში ბატონი თენგიზი იყო საზოგადოებრივი განვითარების ინსტიტუტის  საბჭოს თავმჯდომარე. 2001-2004 წლებში იყო გაეროს განვითარების პროგრამის, მსოფლიო ბანკისა და ღია საზოგადოების ინსტიტუტის ერთობლივი პროგრამის „ფისკალური დეცენტრალიზაციის ინიციატივა“ კონსულტანტი, მომხსენებელი. 2002 წელს ბატონი თენგიზი იყო ბრიტანული ორგანიზაცია OXFAM-ის ეკონომიკური ზრდის და სიღარიბის შემცირების პროგრამის ექსპერტი. 2000 წელს იყო საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის ტრენერი. 1999-2002 წლებში იყო საქართველის ეკონომიკური განათლებისა და მეცნიერების საკოორდინაციო საბჭოს წევრი. 1999-2000 წლებში ბატონი თენგიზი იყო ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის პროგრამის „ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობა“ დირექტორი.

საქართველოს მეწარმეობის განვითარების ცენტრი (CEDG)

დეტალურად

ეკონომიკური განათლების ცენტრი (EEC)

დეტალურად
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი