საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

ჩვენი გუნდი

თენგიზ ჯოხაძე

გამგეობის თავჯდომარე

ტელ.: | ელ.ფოსტა: tengizjokhadze@gmail.com

თენგიზ ჯოხაძემ 2005-2009 წელებში დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახლმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ბაკალავრიატი. 2010-2012 წლებში კი დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების და რეგიონული კვლევების ფაკულტეტის მაგისტრატურა.

2007-2015 წლებში მუშაობდა ახალგაზრდა ეკონომისთა ასოციაციაში სხვადასხვა პოზიციაზე. 2015-2019 წლებში კი თბილისის მერიაში ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურში იკავებდა განყოფილების უფროსის პოზიციას. 2019 წლიდან ის მუშაობს საქართველოს რკინიგზაში პროექტების მენეჯერად. 2019 წლიდან თენგიზ ჯოხაძე აირჩეულ იქნა ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის გამგეობის წევრად და გამგეობის თავჯდომარედ.

თენგიზი 2008 წლიდან არის ბიზნესის მიმართულებით ტრენერი და კონსულტანტი. მისი სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს ეკონომიკური სტრატეგიების შემუშევებას, კვლევების განხორცილებას, სტატისტიკური ბაზების ორგანიზებას და პროექტების მართვას.

საქართველოს მეწარმეობის განვითარების ცენტრი (CEDG)

დეტალურად

ეკონომიკური განათლების ცენტრი (EEC)

დეტალურად
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი