გიორგი თაბუაშვილი
ტელ.: | ელ.ფოსტა:
გიორგი თაბუაშვილი არის ფინანსთა მინისტრის მოადგილე 2012 წლის 30 ოქტომრიდან. მანამდე, 2012 წელს ის მუშაობდა ფინანსური მენეჯერად – კომპანია "ფაიზერის წარმომადგენლობა საქართველოში". 2009 წლიდან 2012 წლის მარტამდე ბატონი თაბუაშვილი მუშაობდა ფინანსური დირექტორად – შპს “მარაბდა-კარწახის რკინიგზა” (ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტში).
2009-2010 წლებში იგი მუშაობდა მსოფლიო ბანკის “სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის მხარდაჭერის პროექტი” - ხაზინის ექსპერტად - WYG INTERNATIONAL Ltd და ევროკავშირის “სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის მონიტორინგის” პროექტის მთავარი ეკონომისტად - CARDNO EMERGING MARKETS Ltd. 2008-2012 წლებში ბატონი თაბუაშვილი მუშაობდა ასევე გენერალური დირექტორად – შპს “პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფი - PMCG ". 2007-2008 წლებში იგი იყო ფინანსური დირექტორი – შპს “საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაცია”. 2004-2007 წლებში მუშობდა სახელმწიფო ხაზინის უფროსად – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 2004 წელს იგი იყო მინისტრის მოადგილე – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 2002-2004 წლებში მუშაობდა ფისკალური ეკონომისტის პოზიციაზე – საერთაშორისო სავალუტო ფონდის ადგილობრივი წარმომადგენლობა საქართველოში. 2002 წლამდე ბატონი თაბუაშვილი მუშაობდა გადასახადების და შემოსავლების კომიტეტის აპარატის უფროსად – საქართველოს პარლამენტი; ფისკალური რეფორმების პროექტის (USAID) ფისკალური ანალიტიკოსად - KPMG/Barents Group LLC; მინისტრის თანაშემწედ – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო; პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწედ ეკონომიკურ საკითხებში – საქართველოს პარლამენტი და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში სხვადასხვა პოზიციებზე.