კახა დაუშვილი
ტელ.: | ელ.ფოსტა: kdaushvili@economists.ge
კახა დაუშვილი 2013 წლიდან მუშაობს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში. ამჟამად იგი იკავებს საეა-ს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. კახა დაუშვილს აქვს ცოდნა და გამოცდილება ბიზნესის განვითარებასა და პროექტის მართვაში. იგი აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების (ENPARD, GIZ, ევროკავშირის , USAID) , როგორც პროექტის მენეჯერი და კოორდინატორი. მას ევალებოდა საჭიროებების კვლევა, საჯარო პოლიტიკური საკითხები, ანგარიშების აღრიცხვა, პროექტის მონიტორინგი და შეფასება. იგი ასევე გამოცდილია სახელმწიფო უწყებების, ბიზნეს სექტორისა და სტუდენტებისათვის ჩატარებული საჯარო ფინანსების სასწავლო პროგრამების მართვაში.
კახა დაუშვილი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ბიზნეს ადმინისტრირებაში. მან წარმატებით გაიარა მეწარმეობის, ლიდერობის და სხვა მენეჯერული უნარების სასწავლო ტრენინგები.