საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

ჩვენი გუნდი

მარიამ ჯიბუტი

პროექტების კოორდინატორი

ტელ.: | ელ.ფოსტა: m.jibuti@economists.ge

მარიამ ჯიბუტი 2014 წლიდან მუშაობს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში. მარიამი არის პროექტების „ახალგაზრდების სამეწარმეო შესაძლებლობების მხარდაჭერა საქართველოში“ და „მცირე ფერმერული კოოპერატივების მწარმოებლურობის გაძლიერება იმერეთსა და რაჭა ლეჩხუმში“ მენეჯერი. სწავლობს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ეკონომიკის მიმართულებით. აქვს მონაწილეობა მიღებული 13  სამეცნიერო კონფერენციაში, მათ შორის: 2014 წლის 17-18 აპრილს ქ.მინსკში ახალგაზრდა მეცნიერთა XVII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში თემით: „საერთაშორისო ორგანიზაციების როლი საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებაში“, 2014 წლის 26-30 მაისს სედლცეში (პოლონეთი) XII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში “Successful Management In Crunch Time” თემით „ეთიკის მნიშვნელობა ბიზნესში: წარსული, აწმყო და მომავალი“, 2015 წლის 14-17 აპრილს ქ.რომში XV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში თემით: „იდეების კომერციალიზაცია და მომხმარებლების მოთხოვნები ქართულ ბაზარზე“, 2016 წლის 27-30 აპრილს ქ.ვენეციაში XXIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში თემით: „ფისკალური დეცენტრალიზაციის გამოწვევა და შეფასება საქართველოში“. გამოქვეყნებული აქვს, ჟურნალ  „ეკონომისტში“, ორი სამეცნიერო ნაშრომი თემებზე: „ ფრენშაიზინგის განვითარება: პრობლემები, პერსპექტივები“; „ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა საქართველოში“. 2014 წლის 24 აპრილს მიიღო ივ.ჯავახიშვილის სახელობის პრემია ნაშრომისთვის „ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის საკვანძო საკითხები“. გავლილი აქვს ტრენინგები “ბრენდის შექმნა და მართვა”, “ საბანკო მენეჯმენტი”, “ პიარი ბიზნესში ”, „მეწარმეობა“ და სხვა. ის ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

საქართველოს მეწარმეობის განვითარების ცენტრი (CEDG)

დეტალურად

ეკონომიკური განათლების ცენტრი (EEC)

დეტალურად
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი