საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

ჩვენი გუნდი

დავით ნარმანია

ტელ.: | ელ.ფოსტა: davit.narmania@tbilisi.gov.ge

დავით ნარმანია არის ქალაქ თბილისის მერი და ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. 2012-2014 წლებში იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. 2009-2012 წლებში იყო კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი. 2008-2009 წლებში ბატონი დავითი იყო საკონსულტაციო-ანალიტიკური ტრენინგ-ცენტრის კვლევითი განყოფილების უფროსი. 2007-2009 წლებში იყო სრული პროფესორი საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). 2006-2007 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე. 2004-2005 წლებში ბატონი დავითი იყო გენერალური დირექტორი კომპანია ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფის. 2001-2003 წლებში იყო საქართველოს საგადასახადო შემოსავლების და ფინანსთა სამინისტროების უფროსი სპეციალისტი და სათათბირო ორგანოს მდივანი. 2001-2002 წლებში იყო პროფესიონალი ექსპერტი, USAID- ის კონტრაქტორი დამოუკიდებელი ეკონომიკური და სოციალური კვლევების ორგანიზაცია The Urban Institute-ის. 1999-2000 წლებში ბატონი დავითი იყო სტუდენტთა და ასპირანტთა კავშირის საფაკულტეტო ორგანიზაციის თავმჯდომარე და ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი ივ. ჯავახიშვილისსახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ბატონი დავითი არის 24 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და 34 სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი, ასევე 21 კონფერენციის მონაწილე (მ.შ. 7 საერთაშორისო) და 3 კონფერენციის ორგანიზატორი.

საქართველოს მეწარმეობის განვითარების ცენტრი (CEDG)

დეტალურად

ეკონომიკური განათლების ცენტრი (EEC)

დეტალურად
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი