საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

რას ვაკეთებთ

 

ბიზნესკონსალტინგი

ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა ორგანიზაციის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ბიზნესგარემოს განვითარების პროცესში ბიზნესის ოპერირებისათვის აუცილებელია მკვეთრი ფოკუსირება, წინმსწრები გადაწვეტილებები და ინოვაციური მიდგომები. ასოციაცია კონსულტაციების გაწევას ახორციელებს ინდივიდუალურად ბიზნესის წარმომადგენლებისათვის, უზრუნველყოფს თითოეული მათგანისათვის უნიკალური გადაწყვეტილების მოძიებას. ასოციაცია ორიენტირებულია კლიენტისთვის არა მარტო ერთჯერადი კონსულტაციის მიწოდებაზე, არამედ მისი გრძელვადიანი განვითარებისა და წარმატების სტიმულირებაზე.
ასოციაცია ბიზნესის წარმომადგენლებს სთავაზობს კონსულტაციებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა: საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირება, ლიცენზირება, ბუღალტრული აღრიცხვა, ფინანსური ანალიზი, ბიზნესის რეგისტრაცია, ბიზნესგეგმის შემუშავება, მენეჯმენტი, მარკეტინგი და სხვ.

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია ახდენს ბიზნესის მხარდაჭერის სერვისების მიწოდებას 2 ძირითადი მიმართულებით: 1) ბიზნესკონსულტაციები; 2) შესაძლებლობების გაზრდა (ბიზნესტრენინგები); საეას გააჩნია 8 წელზე მეტი გამოცდილება ბიზნესკონსულტაციების მიწოდების და 15 წელზე მეტი ბიზნესტრენინგების ჩატარების მიმართულებით. საეას ძირითადი კლიენტები არიან მცირე და საშუალო ბიზნესები. საეამ დაარსების დღიდან განახორციელა 100-ზე მეტი განვითარების პროექტი, საიდანაც 27 დაკავშირებული იყო ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასთან.

საეა 7 წელია თანამშრომლობს ესტონურ საკონსულტაციო კომპანიასთან (Harju County Entrepreneurship and Development Consultancy; www.heak.ee) რომელთან ერთადაც ხდება ყოველწლიურად ერთობლივი პროექტების განხორციელება და გამოცდილების გაზიარება.

 

საეა ასევე ეხმარება კლიენტებს დაფინანსების მოძიებაში. მაგალითად დღემდე მომზადებული 800 ბიზნესგეგმიდან 243 დაფინანსდა სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ბანკები და ფონდების მიერ (39% ფონდების მიერ, 28% ბანკების, 19% მსო-ების და 14% სახელმწიფოს მიერ). სექტორულად დაფინასებული ბიზნესების განაწილება შემდეგი სახისაა: სოფლის მეურნეობა - 35%; ვაჭრობა - 21%; მომსახურება - 27%; სხვა - 17%. დაფინანსებული პროექტების 37% არის მოდის ქალებზე, და 29% დამწყებ ბიზნესებზე.

მიზნობრივი აუდიტორია

  • დამწყები და მოქმედი ბიზნესები;
  • ფერმერები;
  • ქალი მეწარმეები;

სექტორული გამოცდილება

საეა 7 წელიწადზე მეტია მუშაობს სპეციფიკურ სექტორებში ბიზნესგანვითარების მომსახურებების მიწოდებით, ესენია: სოფლის მეურონეობა (ხილის და ბოსტნეულის წარმოება და შენახვა; სხვადასხვა პროდუქციის გადამუშავება; აგრომარკეტინგი; მეცხოველეობა; თაფლის წარმოება; მეთევზეობა; და სხვა); ტურიზმი, მძიმე მრეწველობა და სხვადასხვა მომსახურებები. ასევე საეა კლიენტებს სთავაზობს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობისას სპეციალურ მხარდაჭერას დოკუმენტაციის მომზადების და პროცედურული საკითხების მოგვარების მიმართულებით.

მეთოდოლოგია

ასოციაცია ბიზნესკონსულტაციების გაწევისას ხელმძღვანელობს კონკრეტული მეთოდოლოგიით, მკაცრად არის განსაზღვრული კონსულტანტები და კონსულტაციების გაწევის ფორმატი. ასოციაციის მიერ ბიზნესის წარმომადგენლებისათვის ხდება როგორც ერთჯერადი, ასევე მრავალჯერადი კონსულტაციების გაწევა მომხმარებლის დაინტერესების შემთხვევაში. 


ასოციაციაში კონსულტაციების გაწევისას მოქმედებს ორგანიზაციის შიდა სტანდარტი, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს შეფასების სისტემებსა და ხარისხის კონტროლს. ნებისმიერი ტიპის კონსულტაციის გაწევა ხდება ზემოთ აღნიშნულ სტანდატრებთან შესაბამისობით.

© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი