საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

რას ვაკეთებთ

 

სახელმძღვანელოები

ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია პერიოდულად გამოსცემს სხვადასხვა სახელმძღვანელოების. გზამკვლევებისა და პუბლიკაციების გამოცემა ხდება პროექტის ფარგლებში ან რესურსცენტრის მიერ ძირითადად ორი მიმართულებით:

  • სასწავლო კურსები;
  • გზამკვლევები;

სახელმძღვანელოებში მასალა წარმოდგენილია პოპულარულ ენაზე მიზნობრივი აუდიტორიის გათვალისწინებით, მოიცავს პრაქტიკულ მაგალითებს ანალოგიებისა და სავარჯიშოების ფორმატში, რაც ხელს უწყობს მკითხველს, შეიძინოს პრაქტიკული უნარ-ჩვევები. სახელმძღვანელოებში ასევე წარმოდგენილია ინსტუქციები და რეკომენდაციები სხვადასხვა ეკონომიკური და ბიზნესმიმართულებით, მათ შორისაა: საგადასახადო და საბაჟო სისტემა, ბიზნესის რეგისტრაცია, ლიცენზირება, ბიუჯეტის მონიტორინგის მეთოდები და ა.შ.

მიზნობრივი აუდიტორია:

ასოციაციის პუბლიკაციები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის, გამოცემისთანავე პუბლიკაცია ინახება ბიბლიოთეკაში, ხოლო ელ. ვერისა თავსდება ვებ-გვერდზე.

ასოციაციის მიერ გამოცემული პუბლიკაციების თემატიკა ძირითადად განკუთვნილია შემდეგი მიზნობრივი აუდიტორიებისათვის.

  • სახელმწიფო სტრუქტურები;
  • ბიზნესის წარმომადგენლები;
  • ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები;
  • სტუდენტები;
  • საერთაშორისო ორგანიზაციები;
  • არასამთვარობო ორგანიზაციები;
  • მედიის წარმომადგენლები;

მეთოდოლოგია

პუბლიკაციის მომზადების მეთოდოლოგია და სპეციფიკა განისაზღვრება კონკრეტული პუბლიკაციის აუდიტორიისა და შინარსის გათვალისწინებით. ასოციაციის მიერ გამოშვებული ნებისმიერი პუბლიკაციის მიზანია, მისი შინაარსი მორგებული იყოს მკითხველის საჭიროებებზე და დაეხმაროს მას, მარტივად და გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია კანონმდებლობის, პროცედურებისა და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ. ასოციაციაში მოქმედებს ორგანიზაციის შიდა სტანდარტები, რომლებიც მოიცავს შეფასების სისტემებსა და ხარისხის კონტროლს. შესაბამისად, ასოციაციის მიერ ნებისმიერი პუბლიკაციის გამოცემა ხდება მხოლოდ შიდა სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი აკრედიტაციის შემდეგ.

© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი