კვლევები
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების დაგეგმვისა და წარმართვის 11-წლიანი გამოცდილება აქვს. საეა-ს მიერ განხორციელებული კვლევების თემატიკა ზოგადად შეუზღუდავია. განხორციელებული კვლვების ძირითადი ნაწილი მიზანმიმართულია სიტუაციის შეფასებაზე, პრობლემის გამოვლენასა და ოპტიმალური გადაჭრის გზების მოძიებაზე.
დღეისათვის მიზნობრივი აუდიტორიების დაინტერესებიდან გამოდინარე, კვლევები საეა-ს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნლეოვან ინსტრუმენტად მოიაზრება.
საკვლევი აუდიტორია:
- შინამეურნეობები;
- დევნილები;
- ფერმერები;
- მეწარმეები;
- სტუდენტები;
მეთოდოლოგია
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების წარმართვისას მოქმედებს ორგანიზაციის შიდა სტანდარტი, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს შეფასების სისტემებსა და ხარისხის კონტროლს. ნებისმიერი ტიპის კვლევა ხორციელდება ზემოთ აღნიშნულ სტანდარტებთან შესაბამისობით.
ასოციაცია ძირითადად იყენებს კვლევის შემდეგ სახეებს:
- რაოდენობრივი კვლევა;
- თვისებრივი კვლევა;
- დაკვირვება;
- ტესტირება;
- დოკუმენტების თვისებრივი შესწავლა;