საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

რას ვაკეთებთ

 

ადვოკატირება

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია დაარსების დღიდან ჩართულია ადვოკატირების პროცესებში ეკონომიკური რეფორმების დახვეწისა და სოციალურ-ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესების მიზნით. საეა ადვოკატირებას უწევს ზოგადად მოსახლეობის, ბიზნესისა და სახელმწიფო მართვის სისტემების გამოწვევებს. საეა-ს წარმატებული ადვოკატირების მაგალითებია: “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონი”, “სახელმწიფო სოციალური დახმარების პროგრამის” გაუმჯობესება და სხვ.

მიზნობრივი აუდიტორია

  • მცირე და საშუალო ბიზნესი;
  • სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობა;
  • რეგიონის მოსახლეობა;
  • დევნილები;
  • მეწარმე ქალები;
  • სათემო ჯგუფები;
  • საქართველოს პარლამენტი;
  • ადგილობრივი თვითმმართველობები;
  • ეკონომიკის, ფინანსთა და სხვა სამინისტროები;


მეთოდოლოგია

საეა იყენებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების მიდგომას. იგი ჩართულია ყველა ტიპის სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში და, შესაბამისად, აქცენტირებას ყოველთვის აკეთებს პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და სხვადასხვა ფაქტორებზე. საეა იყენებს ადვოკატირების საფეხურეობრივ მოდელს, კეძოდ:

  • საკითხის დასმა დღის წესრიგში;
  • პოლიტიკის ფორმულირება;
  • განხორციელება;
  • მონიტორინგი და შეფასება;
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი