პარტნიორი:
პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.
2017 წლის 1 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით დაიწყო პროექტი „სოფლის განვითარების სტრატეგიის რეგიონული თავების შემუშავება“.
პროექტის მიზანია ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების თანამონაწილეობით, საქართველოს რეგიონებში კონკრეტული თავისებურებების და პრიორიტეტების გამოვლენა და ასახვა საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგიაში რეგიონული თავების სახით.