პარტნიორი:
ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სათემო და ორგანული სოფლის მეურნეობა“ (GRETA) პროექტის ფარგლებში, ჩატარდება ტრენინგები ბიზნეს-გეგმის შემუშავებაში.
ტრენინგის მიზანს წარმოადგენს, ადგილობრივი დაინტერესებული ფერმერების ცოდნის გაზრდა ბიზნეს გეგმის შემუშავების საკითხებზე, რაც თავის მხრივ ემსახურებოდა, მათ ხელშეწყობას პროექტისთვის „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სათემო და ორგანული სოფლის მეურნეობა“ (GRETA) რეალისტური და გამართულ პროგნოზებზე დაფუძნებული ბიზნეს გეგმის წარდგენას. ტრენინგები ჩატარდება პროექტის 8 სამიზნე მუნიციპალიტეტში: საჩხერე, ჭიათურა, ტყიბული, ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი, მესტია.