პარტნიორი:
ევროკავშირი, კონრად ადენაუერის ფონდი
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს: „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“
პროექტის მიზანია ქვეყანაში ეფექტიანი კორპორაციული მმართველობის, კერძოდ კორპორაციული ანგარიშგებების სისტემის დანერგვის ადვოკატირება ევროპასთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად, საკუთარი მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებისათვის.
ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.