საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

პროექტები

ბიზნეს-სტუდენტური წლიური პროგრამა

8 დეკემბერი, 2021 - 31 მაისი, 2022

პარტნიორი:
USAID

The USAID Economic Security Program და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის თანამშრომლობით, პროექტი ბიზნეს-სტუდენტური წლიური პროგრამა დაიწყო.

პროგრამა საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრატურის სტუდენტებსა და ქართულ ბაზარზე ოპერირებად ბიზნეს კომპანიას გააერთიანებს.

ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტებით დაკომპლექტებული გუნდები ბიზნეს გამოწვევების ერთთვიან მარათონში ჩაერთვებიან და კომპანიების მიერ დასახელებული ბიზნეს პრობლემების გადაწყვეტაზე იმსჯელებენ. თითოეულ გუნდს პროექტში მონაწილე უნივერსიტეტების მიერ შერჩეული პროფესიონალი მენტორი უხელმძღვანელებს.

პროგრამის დასკვნით ეტაპზე კომპეტენტური ჟიური სტუდენტთა საუკეთესო გუნდს გამოავლენს და მათი ინიციატივის იმპლემენტაციისთვის 10,000 ლარის ოდენობის გრანტს გადასცემს.

პროგრამა მიზნად ისახავს ბიზნეს განათლების მქონე ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების ქართულ ბიზნეს სექტორთან დაკავშირებას და მათი პროფესიული უნარების განვითარებას. მეორეს მხრივ, პროექტში ჩართული კომპანიები გაზრდიან თავიანთ პროდუქტიულობას, შეიძენენ ახალი ხედვის მქონე კადრებს და საკუთარ პრობლემებზე წარმატებულ გადაწყვეტას მიიღებენ.

გაუზიარე მეგობრებს:

პროექტები

პარტნიორი:
სურსათის ეროვნული სააგენტო, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო

პარტნიორი:
ა(ა)იპ თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება

პროექტები | Economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი